მონატრება არასდროს გეკითხება თუ ვინ უნდა გენატრებოდეს. გული მარტოობით ხშირად მწუხრდება, თუმცა ამ სიცარიელეს ერთადერთი უფალი კურნავს. ხორცის ნაჭერს არ შეუძლია ვინმე ენატრებოდეს, სული კი მუდმივად გვთხოვს ადამიანი გვენატრებოდეს. ამას იშვიათად გამოვხატავთ და შესაძლოა ხმამაღლადაც ვერ ვთქვათ, ვინ და რატომ გვენატრება, მაგრამ უფალმა იცის ჩვენი გული, რომ მუდმივად წმინდა ადამიანები გვენატრება, მათი ცხოვრება გვამშვიდებს, მათი საუბარი აღგვამაღლებს და სიყვარულით გვატკბობს. წუთისოფელი ისეთია, მუდმივად სმა, კამათი, ჭორაობა, ლიქნი... ეს არ გვინდა, თუმცა ვერც ვშორდებით... ,ვინც გვენატრება ის ხმამაღლა გვიყვარდეს და ვბაძავდეთ, მაგრამ ძალიან მცირედი თუ იქცევა ამგვარად!