ქვას საფლავისას მოუხდება პატარა ტირე-
ღვინო დამისხი, არ დამლევის დედა ვატირე.
იმ კაცს რა ვუთხრა, ვისაც ღვინო დაულევია,
ღმერთთან მიმავალს ერთხელაც არ აურევია.
ჩვენ რა ვუყოთო წმინდა სასმელს ასე სჩვევია!
გინდ ჭავჭავაძეს, გინდ ჭილაძეს, ამაყ ხერგიანს,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ვაზი დაუნერგია.
აქ ქუთაისი, თელავია, იქით ვანია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ვაზი მოუყვანია.
შობა, ბუხარი, ზღაპარი და ჩემი ბებია,
კაცს გაუმარჯოს ვის ყურძენი დაუკრეფია.
ეს სითხე ალბათ სიყვარულზე უფრო მეტია,
იმ კაცს დავლოცავ, ვის ყურძენი დაუჭყლეტია.
აქ იმერეთი, კახეთია, იქით გურია,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ღვინო დაუწურია.
იქ კოლხეთია, აქ გომბორის ცივი მთებია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ღვინო უღმერთებია.
კახეთს სიცხეა, შორ სვანეთში შავი სუს
ხანდახან ისე გვჭირდება ვინმე, ვინც
შენში გაჩუმებულ მეს გამოაფხიზლებს და
რა ბედნიერებაა როდესაც იცი რომ ასეთი
ადამიანი არსებობს ...ფერებას კი არ
დაგიწყებს ,მტკივან ადგილს უფრო
აგატკიებს და თუ ძლიერი ხარ ეს
ტკივილი
გამოგაფხიზლებს და მის გაყუჩებაზე
დაიწყებ ფიქრს და თუ სუსტი ეს ტკივილი
უფრო დაგზაფრავს ....იმის აღმოჩენაც
მაგარი განცდაა რომ ძლიერი ხარ და
ტკივილებს არ ნებდები ...და ყოველ
საღამოს
ნაცრისფრად შეღებილ დღეს დილით
ცისარტყელას ფერებით აფერადებ
,გარშემო
მყოფებისთვისაც