Предыдущая публикация
გულში ჩამარხული ემოცია ღვინის ეშმაკებთან გავთქვა...
უნდა გავაგორო კამათელი,უნდა გავიტანო ლელო,
ისე მაგრად უნდა დავამღერო,შენც რომ მოგეწონოს ღმერთო...
წლების სატკივარი ქარს ავკიდო,ბანგი ძარღვში სისხლად შევსვა,
შავი ნაბადივით წავიფარო თავზე მადლიანი ზეცა...
მერე უდარდელა სტუმარივით,იქნებ ავურიო რითმი,
ლექსი გენიოსებს დავულოცო,მთვრალი რაღა თავში ვიხლი...
გონი ამერია სათვალავი,ერთად იმდენ სურვილს გიმხელ...
ზოგჯერ ტყუილიდან გავიქცევი,ზოგჯერ ამ ტყუილსაც ვიხდენ...
ახლა ისე მინდა გამოთრობა,თითქოს დავაწესე დოგმა...
უნდა ავიხდინო საწადელი,ვიდრე წამხდომია ნდომა....
/თეო ზურაშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев