რამდენი წლის ხარ?რამდენი წლის ვარ?რა შუაშია თუ ისევ ის ვარ?!
აპრილის შვილი,ენძელის ხნის ვარ,ნაწვიმარ ბაღის,უღრუბლო ცის ვარ.
რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ...ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,
დაბალი წრის ვარ,მაღალი წრის ვარ,რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...
ნელინელ კვდომის ,ნელინელ ხრწნის ვარ,ღმერთების ფეხის,უბრალო მტვრის ვარ,
არაგვის,თერგის,რიონის,მტკვრის ვარ,ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.
ატმების კვირტის,ვაზების რქის ვარ,მილეულ მთვარის,ამოსულ მზის ვარ,
ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ?!ზაფხულის,ზამთრის,მოყვრის ვარ ,მტრის ვარ,
ზოგჯერ სულელის,ზოგჯერ ბრძნისა ვარ,მარკიზის,გრაფის,ხელმწიფის ღირს ვარ,
ხან მძიმე ჩადრის,ხან დეკოლტის ვარ,ხან დალხინების,ხანაც სიმწრის ვარ.
შვილებით დაღლილ დედამ
ახლა ისე მინდა გამოთრობა,უნდა ავირიო თავგზა,
გულში ჩამარხული ემოცია ღვინის ეშმაკებთან გავთქვა...
უნდა გავაგორო კამათელი,უნდა გავიტანო ლელო,
ისე მაგრად უნდა დავამღერო,შენც რომ მოგეწონოს ღმერთო...
წლების სატკივარი ქარს ავკიდო,ბანგი ძარღვში სისხლად შევსვა,
შავი ნაბადივით წავიფარო თავზე მადლიანი ზეცა...
მერე უდარდელა სტუმარივით,იქნებ ავურიო რითმი,
ლექსი გენიოსებს დავულოცო,მთვრალი რაღა თავში ვიხლი...
გონი ამერია სათვალავი,ერთად იმდენ სურვილს გიმხელ...
ზოგჯერ ტყუილიდან გავიქცევი,ზოგჯერ ამ ტყუილსაც ვიხდენ...
ახლა ისე მინდა გამოთრობა,თითქოს დავაწესე დოგმა...
უნდა ავიხდინო საწადელი,ვიდრე წამხდომია ნდომა....
/თეო ზურაშვილი/