საწოლზე ვიწექი და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა. ვიცოდი, რომ ამისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია. ლამფა ჩავაქრე და დაძინება ვცადე. ეს გრძნობა არ მასვენებდა. რამდენიმე წუთი ამაზე ვფიქრობდი, შემდეგ კი გონებიდან უსიამოვნო ფიქრები მოვიშორე და დამეძინა.
ღამით ვიღაცის ხმამ გამაღვიძა. ისევ ვიგრძენი, რომ ვიღაც მითვალთვალებდა, მაგრამ ვინ? სოფელში ვცხოვრობდი და უახლოესი მეზობელი ორი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა.
ჯერ გამოფხიზლებულიც არ ვიყავი, როცა გარეთ გავედი. ხმა ტყიდან მოდიოდა და მეც იქით წავედი. ტყეში შევედი. ამ დროს გამოფხიზლებული ვიყავი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. მეშინოდა, თუმცა მაინც ხმას მივყვებოდი და უკან მიბრუნება არ შემეძლო.
ხეებს გავცდი და პატარა გორა დავინახე, რომელზეც სკოლის ავტობუსი გაჩერებულიყო. ხმა აღარ მესმოდა, მაგრამ უკან გაბრუნება ვერ შევძელი. ავტობუსისკენ წავედი. ავტობუსში ავედი. წინა ნაწილში ვიდექი. უკნიდან რაღაც ხმა გავიგონე! ავტობუსის უკანა ნაწილში ვიღაც იყო! შეშინებულმა ნელა მოვიხედე უკან. პატარა არსება ჩემსკენ წამოვიდა. ის ჩრდილიდან გამოვიდა და პატარა ბიჭი დავინახე.
- მისტერ, ვერ დაგვეხმარებით?! – მკითხა ბიჭმა.
ხმის ამოღება არ შემეძლო, მაგრამ ახლა უკვე შევძლებდი გაქცევას. კარი თავისით დაკეტილიყო, მე კი ვეღარ ვაღებდი. ამასობაში სხვა ბავშვებიც გამოჩნდნენ.
- ვერ დაგვეხმარებით?! – კითხვა გამიმეორა ბიჭმა.
ხმას კვლავაც ვერ ვიღებდი.
ბიჭს ხელები და ფეხები დაუგრძელდა. ეშვები გამოუვიდა და თვალები გაუდიდდა. ოთხ ფეხზე დადგა და მკითხა:
- უკან არავინ მოგყვება? – საშინელმა არსებამ გაიღიმა და მითხრა:
-გაები.”


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 25