Предыдущая публикация
მე ცოტა დავიღალე, ისეთი ნისლია, გზა ვეღარ გავიკვალე, გრძნობებიც ყალბი გახდა, ეს ვეღარ გავითვალე, ვის რა ნიღაბი აქვს, ესეც ვერ დავითვალე. ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა, ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა, დაძმობის, მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა, ერთგულებაც კი, მგონი , სულაც გაქრა ... სიყვარულს შეგფიცებენ , აზრებს დაგახვევენ, გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ, გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ, დრო გავა, ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ... ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია, ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია, ვის რისი როლი აქვს, უკვე ამერია, ვერ შეგემატებით, გულის ამრევია... !!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев