Предыдущая публикация
მე რომ მაწვალებს, აწვალებს ყველას
ავია, როგორც დედინაცვალი,
ცეცხლს წაგვიკიდებს და მერე წავა.'' მე შენ მიყვარხარ! '' ––– ბაგის ცახცახით
ვინ თქვა პირველად –––
ადამმა?
ევამ?
არ ვიცი, მაგრამ ვიღაც ჩამძახის,
მარწმუნებს, რომ ის პირველი მე ვარ.მე შენ მიყვარხარ ბრმა სიყვარულით,
მე გულით ვამბობ ––– მიყვარხარ ძლიერ.
ვძლიე დუმილი, დარდი მალული
და როგორც იქნა, ეჭვებიც ვძლიე.და ქვეყანაზე ახლად ვიწყები,
ვით ყოველ ზამთარს ფიფქების თოვა.
მე თუ დავიწვი, სულ დავიწვები
და თუ გადავრჩი, კვლავ შენთან მოვალ!
რ.ჩილაჩავა 1973წ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев