ერთი ლამაზი ქალი გზაზე მიდიოდა, გადაეკიდა ვიღაც კაცი და უკან აედევნა.ეს რომ ქალმა შეამჩნია მოუბრუნდა და უთხრა: უკან რატომ მომყვებიო?
კაცმა კი უთხრა:დაგინახე და შემიყვარდი ლამაზთა შორის ლამაზოო.
ქალმა უთხრა: ჩემს უკან ჩემი და მოდის, ბროლის თვალები აქვს და ჩემზე გაცილებით ლამაზიაო.
ამის გაგონებაზე კაცი მოტრიალდა და უკან გაბრუნდა. გზაზე ერთი დედაბერი შემოხვდა, დაინახა თუ არა გაბრაზებული ისევ ლამაზ ქალს დაედევნა, როცა დაეწია ჰკითხა: რატომ მომატყუეო?
ქალმა კი უპასუხა: მე კი არა თქვენ მომატყუეთ უცნობო! მითხარით რომ შეგიყვარდით. სინამდვილეში კი თქვენი ნათქვამი რომ ნამდვილი ყოფილიყო სხვა ქალთან არ გაიქცეოდითო.
/როცა ნამდვილად უყვართ იქ სხვა აღარ ასებობს /