იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემიყვარდა,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის გული.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყ
შენი ხმის ექო მელოდიურ ბგერებად ჩამყვა,
ღამის ძილში და ოცნებები სიზმრებად ახდა,
თუმც ვერ შეგეხე,არ ასრულდა ეს ჩემი ნატვრა,
მაგრამ იმედებს დავიტოვებ ოდესმე გნახავ...
წარმოგიდგინე და შენს ნაკვთებს სიფრხილით ვხატავ,
სევდის ფერები ჩავამუქე ორივე თვალთან,
იქნებ ცრემლებიც მოგახდინო...ვსაუბრობ თავთან...
და მოლოდინში უნებური ფიქრები
მმართავს...
ეთო ბაციაშვილი