უმთვარო,
ერთად მოდიან ქარი და თოვა,
სოფლის მახლობლად
მარტოხელა
მგელს,
გარს შემოერტყა ძაღლების
ხროვა.
დამღუპველ რკალში მოექცა
მგელი,
და გამოსავალს ღირსეულს
ელის,
იგი არ შესთხოვს მონებს
დანდობას,
არ უღალატებს ველურ
ჩვენებას.
რისხვით ანთილი, უღრენს
ნაგაზებს,
ჩამომეცალეთ, გახსენით
რკალი,
რატომ მიიჩნევტ რომ თქვენს
წინაშე,
მიმიძღვის ბრალი, ან მადევს
ვალი.
თქენ თვით ირჩიეთ მონური
ხვედრი,
თუმც გარეგნობით ხართ ჩემი
მსგავსი,
მტრის სამსახურში
გადაგავიწყდათ,
თავისუფლების გემო და
ფასი.
სხვისი სიმშვიდის
ერთგულები
ხართ,
და ნასუფრალსაც ჯერდებით
სხვისას,
თავისუფლების მტრებად
ქცეულხართ,
თქვენ, საფასური გახრული
ძვლისა.
მე ჩემი გზა მაქვს,
ჩამომეცალეთ,
გიჯობთ იგემოთ ბატონის
წიხლი,
რკალი გახსენით ნუ
მაიძულებთ,
დავღვარო თქვენი ძაღლური
სისხლი.
მოულოდნელად იქუხა თოფმა,
მკერდში ეძგერა ტკივილი
მწველი,
წამში გაფანტა ძაღლების
ხროვა,
ტყისკენ გაიქცა დაჭრილი
მგელი.
სისხლის წვეთები ქათქათა
თოვლზე,
გაქცეულ მგელის ნაკვალევს
ხაზავს,
იცის მდევარმა სისხლით
დაღვრილი,
დევნილი მალე დაკარგავს
ძალას.
ტყეს მიაღწია დაჭრილმა
რუხმა,
მაგრამ აქ უკვე უმტყუნა
მუხლმა,
მიხვდა რომ მდევარს თავს ვერ
დააღწევს,
რომ მიაღწია სასტიკმა
წუთმა.
ანთილი მზერა ზეცას
მიაპყრო,
ყმუილმა შეძრა სიჩუმე
ღამის,
ეს იყო ბრძოლის
გამოძახილი,
მისი ველური მრისხანე
ძალის.
ელვის სისწრაფით წამი წამს
მისდევს,
სულ ახლოს ისმის ყეფა და
ღრენა,
მგელი არ ელის დანდობას
მტრისგან,
რადგან არ ესმის ძაღლების
ენა.
გამოსავალი სხვა აღარ რჩება,
პირისპირ უნდა შეებას
ძაღლებს,
ზამბარასავით იკუმშავს
კუნთებს,
ნახტომისათვის იკრიბავს
ძალებს.
აი მდევარიც წამოეწია,
სამკვდრო ჭიდილის
წუთებიც
დგება,
მხოლოდ ერთმანეთშ ხედავენ
მგლები,
სხვა ყველაფერი იმ წუთში
ქრება.
მარტოა მგელი, თანაც
დაჭრილი,
ყოველი მხრიდან ნაგაზი
უტევს,
ყოველი ცდილობს კბილები
გაჰკრას,
ველური მოძმის, დაჭიმულ
კუნთებს.
მოულოდნელად ისკუპა
მგელმა,
ყელში ეძგერა ვეება ნაგაზს,
ეს იყო წამი მისთვის
ნანატრი,
რომლის გამოდაც ზოგავდა
ძალას.
სამკვდრო ჭიდილიც მალე
დასრულდა,
სიკვდილს დანებდა ორივე
ერთად !
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев