დედი,რაღაც არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,დედი,როგორ შემოგკადრო შენზე ლექსის დაწერა?!დედი,ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,დედი,ალბათ, ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.დედი,როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,დედი,ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა...უკვდავება რომ დაიწყოს,ღმერთს მოსურდეს აღწერა,არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,მაგრამ ერთის არ მჯერა:სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა.
დასაბამიდან თუ ხდება ასე რატომ უფალო,რა არის ნეტავ, მე ხომ არ ვიცი შენგან პასუხი რად იტანჯება მშობელი დედა...
შენც ხომ დედა ხარ მთელი სამყაროს, ჩვენც ხომ შენი ვართ გაჩენილები, ჩვენი ტკივილო ნუთუ არ გესმის ნეტავ, ჩვენ ასე რატომ ვისჯებით...
ნეტავ რად არის, რად არის ასე, დედა თვალებში შვილს რომ უცქერის, მას იმედი აქვს რომ გადარჩება და ასე ამბობს ღმერთი მიშველის?
ყველა ტკივილზე ოჰ, ღმერთოს ვამბობთ დედა ღაღადებს და დედა ოხრავს უფალო სად ხარ ნუთუ არ გესმის გამწარებული დედების ლოცვა.... იფრინე ცაში ჩემო ანგელოზო...
(შენი ლალი ბებო)
მამის ლოცვა წინ უნდა უსწრებდეს შვილის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს... რჩევა-დარიგებებს გვაძლევს რუსთავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა სერგი (კასრაძე).
მამის ლოცვა წინ უნდა უსწრებდეს შვილის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს... რჩევა-დარიგებებს გვაძლევს რუსთავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა სერგი (კასრაძე).