ნუ შეეწირები იმას, ვინც მხოლოდ იმიტომ გაფასებს, რომ რაღაცას წარმოადგენ... იმ ადამიანების მსახური იყავი, ვინც მაშინაც მხარში გედგა, ვინც ყურადღებას არ გაკლებდა, როცა არაფერი გებადა... არ მისცე არავის იმის უფლება, რომ აფერისტობა, პირმოთნეობა და ორგულობა შენთან ურთიერთობის ყველაზე მარტივ საშუალებად გამოიყენოს... პირში მეხოტბეების გვერდით ყოფნას სიმარტოვე გერჩივნოს... ისინი აუცილებლად ზურგს უკან მიწას გაგითხრიან და იტყვიან, რას დაეძებ, გამოვიყენოთო... არ გაგიხარდეს მედროვე ადამიანების, გადაპრანჭულების და ფარისევლების წრეში ტრიალი... რამე რომ დაგემართოს, ისინი პირველები დაგივიწყებენ... არა მხოლოდ დაგცინებენ, ყველაფერს გააკეთებენ, ფეხზე დგომა ვერ შეძლო... თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, მაინც კარგია