გავხდი მორჩილი შენი თვალების, შენს სილამაზეს ლექსი ვაჩვიე. მოულოდნელად, როცა წვიმაში მილიარდ ქალში ამოგარჩიე. ავიღე ისევ კალამი ძველი და გავაშეშე თითქოს წამები. ვწერ მეთასედ უკვე დაწერილს, კვლავ უშენობით განაწამები. მემილიონედ ფანჯრის რაფასთან, უაზრო ლექსის სტროფად ვიღვრები. რომ მახსენდება იმ მარტის თვეში, როგორ ფეთქავდნენ შენს წინ კვირტები. გაზაფხულია, დავყურებ მიწას, ამოიშალნენ უკვე იები. ოღონდ შემეძლოს შენთან მოსვლა და მე ყველა ტკივლის გაპატიებდი. ვდგავარ ხატებთან მუხელბზე ახლა, დარწმუნებული ბოლო წუთამდე, რომ მეყვარები სამარადისოდ, სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე. მე დავიფიცე სულ ცოტა ხნის წინ, რომ არასოდეს აღარ დაგწერდი. მაგრამ იფეთქეს შენმა თვალებმა და ძველებურად კვალავ მეც ავფეთქდი. იფეთქ