ჩემი სიყვარული მხოლოდ შენ დაგითმე,
ჩემში გააღვიძე ღამე მთვარიანი.
მინდა,სამუდამოდ ყველგან ერთად ვიყოთ,
გული გაგიშალო წრფელი,დარიანი.
არსად გაგექცევი,ამას ნუ იფიქრებ!
ღმერთმა შემაბეროს მინდა შენი თავი.
მინდა,დედა იყო ჩემი შვილების და
მზად ვარ მამობისთვის დავთმო ჩემი თავი.
გულით მიყვარხარ და მუდამ მეყვარები,
ჩემში გააღვიძე დიდი იმედები.
სითბოს დაგიხატავ,თუნდაც საუკუნოდ,
ჩემი სუნთქვა ხარ და ჩემთვის მემეტები.
იმას გაგრძნობინებ,რაც კი კარგი არის,
ერთად გადავლახავთ ცუდი რომ მოვიდეს.
ვიცი დავიღლებით,მაგრამ ერთადა ვართ,
ტყვიას დავუდგებით ეგეც რომ მოგვინდეს.
დილა მიხარია თვალებს რომ გავახელ,
პირველს შენ გიყურებ,როცა მეღვიძება.
ეს ხომ მაგარია,დიდი განცდა არის!
მე შენ დანახვაზე თავად მემშვიდება.
მე შენ
შენ რომ უყვარხარ ჩემი გულია, რატომ გონია შენ ეს ზღაპარი??შენი თვალები
სასწაულიადა ჩემი გრძნობის თავშესაფარი, ნეტავ რა გითხრა ამ შიშორიდან,
მწუხარე გულით რა შემიძლია? ყველაფერს დავთმობ ამ ქვეყნად, მაგრამუშენოდ
ყოფნა არ შემიძლია. შენ თუკი ოდესმე მოგენატრებიდა უჩემობას სიგიჟე ახლავს,
შორს ნუ მომძებნი, ცაში თუ გზაში,გულში მომძებნე, შენ მე იქ მნახავ ლამის
სიცოცხლე დავთმო შენს გამო, ერთხელ გნახო და ხელი შეგახო. ლამაზ სიზმრებად
მოდიხარ მარტო, შენ არც კი იცი მე როგორ გნატრობ!✿
მოდი რა!
მოდი ჩამეხუტე,
კოცნა მაპკურე,
ეს სიყვარული
სიკეთის გზით ქარგავდეს მიწას,
კარი გაგიღე,
შეგიკედლე,
სითბო გარგუნე,
ამოგიჩემე,
დაგისახე ცხოვრების მიზნად...ჟრუანტელი ხარ!
სხვა რა გითხრა,
ჩემში ჩასახლდი...
ასე, დუმილით
ვეღარ ვუძლებ
ნანატრ ერთობას,
უშენოდ უკვე აღარ მინდა,
არც მზე,
არც სახლი...
გეტრფი,
გიწამე,
დაგაბრალე ჩემი ღმერთობაც!ჩემში ხარ!
გგრძნობ და ერთგული ვარ
მთელი არსებით,
მე, შენს თვალებში
მოციმციმე გრძნობებიც მიყვარს,
ის ოცნებებიც,
მე, შენ, ბავშვი,
სადაც ვთავსდებით,
მაგ ოცნებებით
ვეგებები ყოველდღე ცისკარს.მომიახლოვდი,
სიყვარულზე უხმოდ გიამბობ,
მსურს, ჩემი სუნთქვა
შევურიო მაგ თმათა ჩანჩქერს,
ცისკრის ვარსკვლავი
მარტოდმარტო
ცაზე კიაფობს,
მახსენებს წარსულს,
უშენოს და სიცივით სავსე
შენი სუნთქვა მინდა ვიყო, ვხმაურობდე შენს გულ-მკერდში. შენი სისხლი ვიქნებოდი, ვჩუხჩუხებდე შენს ძარღვებში. იქნებ შენი თმები ვიყო, ხელები რომ გადამისვა. ეგ ხელები მინდა ვიყო, თითებით რომ არ გამიშვა., სულის ხშირი ფეთქვა ვიყო, გიღვიძებდე ცისკრის ზარებს....! თუნდაც ერთი თვალი ვიყო, გატარებდი ჩემს ნაკვალევს....! ტუჩი ვიყო,ტკბილი ბაგე, ღიმილთან რომ ახლოს გყავდე....! ცრემლი ვიყო თვალ-წამწამზე, შენი გულის დარდებს ვკლავდე.....! გულის ადგილს შეგივსებდი, სიყვარულით შემიჩვევდი. ყური ვიყო შეგისმენდი, სათქმელს ყურთან შემირჩევდი. ტერფი ვიყო, შენს ფეხებთან ვიყო მყარად გადაბმული. ძალა ვიყო, მაგ ცერებით შენ, ჩემს ბაღში გადასული. შენი სული მინდა ვიყო, ეგ სხეული გადავიცვა. რომ შენში და შენთან გყავდე, სხეულიდან არ