Предыдущая публикация
შენი სისხლი ვიქნებოდი, ვჩუხჩუხებდე შენს ძარღვებში. იქნებ შენი თმები ვიყო, ხელები რომ გადამისვა. ეგ ხელები მინდა ვიყო, თითებით რომ არ გამიშვა., სულის ხშირი ფეთქვა ვიყო, გიღვიძებდე ცისკრის ზარებს....! თუნდაც ერთი თვალი ვიყო, გატარებდი ჩემს ნაკვალევს....! ტუჩი ვიყო,ტკბილი ბაგე, ღიმილთან რომ ახლოს გყავდე....! ცრემლი ვიყო თვალ-წამწამზე, შენი გულის დარდებს ვკლავდე.....! გულის ადგილს შეგივსებდი, სიყვარულით შემიჩვევდი. ყური ვიყო შეგისმენდი, სათქმელს ყურთან შემირჩევდი. ტერფი ვიყო, შენს ფეხებთან ვიყო მყარად გადაბმული. ძალა ვიყო, მაგ ცერებით შენ, ჩემს ბაღში გადასული. შენი სული მინდა ვიყო, ეგ სხეული გადავიცვა. რომ შენში და შენთან გყავდე, სხეულიდან არ გამიშვა......!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1