.
***
შენით ვიყვი მე ძლიერი,რატომ გამწირე?
პატარა ბავშვი ჩემში ცხოვრობს, გული მატკინე...
ჩემი გაშლილი ფრთები კარგო,ძირში მომკვეთე,
ძირს დამანარცხე...
ფეხზე დგომა,დღეს როგორ მიჭირს...
და თუ იკითხავ,როგორა ვარ,თავს როგორა ვგრძნობ,
მე გიპასუხებ
-ასეთ ყოფას,მტერს არ ვუსურვებ...
გახსოვს?რომ გთხოვე,ნუ მიყურებ ცოდვის თვალებით...
მე მეგობარი შენი ვიყავ,განა სხვა ვინმე...
არ მომისმინე...
ვფიქრობ იყავ კარგო ნასვამი, ვეღარ მოზომე,ალბათ სხვაში მე შეგეშალე,
თავი დაკარგე...
და შემეხე,ცუდად შემეხე...
წყენას ვინ ჩივის?
შენ ხომ იცი,გული მატკინე...
ჩემზე
ამბობდი,არა ხარო თანამედროვე... ვიცი,რომ დავრჩი მეცხრამეტე საუკუნეში...
მიკვირს,ვერ მიხვდი,მეგობრობის ასეთ
სახეს არ მივიღებდი...
არ მი
გთხოვ! დაივიწყო ყველა ტკივილი, დარდი და სევდა წარსულს აბარე.., გთხოვ! შეიმშრალო ცრემლები თვალზე...და გამიღიმო ლამაზ ღიმილით....მსურს! აციმციმდნენ შენი თვალები ვარსკვლავებივით ლამაზ სახეზე. მსურს! რომ გიხილო გახარებული, და ბედნიერი ცხოვრების გზაზე...სიკვდილს პაემანს თუ დაუნიშნავ,
უნდა იცოდე ასი წლის მერე... ვარდებს ეხლავე მოგართმევ კარგო, თუ გაგახარებს გულის სიღრმემდე...მინდა! იხარო, იბედნიერო და სიყვარულით იცხოვრო
ჩემო...ლალი ჩხეიძე. 30/08-2016წ.
"გულში ჩამხედეთ, მაგრამ ტკივილს ნუ შეეხებით,
დალექილია, ძველს და ახალს ნუღარ აურევთ,
მე ჩემ ლექსებით განკურნებას აღარ ვეცდები,
სნეულია და სიხარულში ცრემლს არ ავურევ.
ო რა ძნელია, როცა შენი მხოლოდ შენ გესმის,
სხვა შენს ტკივილებს ისე ხედავს, ვით ფულში ხურდას
მაგრამ პასუხი რა მოვკითხო ვიღაცა უცხოს,
როცა შენიანს ბედნიერი ჰგონიხარ მუდამ.
დამღალა მხოლოდ იმედებმა, იგივეობამ,
სული მიტირის, თავს ზევით კი არა მაქვს ძალა,
გული მტკივა და უსასრულო არის ტყვეობა,
ვაიმე გულო, რამდენ დარდს და ტკივილებს მალავ.
მე არ მოვითხოვ შეცოდებას ვინმესგან თავის,
მაგრამ მე ჩემი გამაჩნია აზრი და ხედვა,
ეკალ-ბარდებში ვის გინახავთ ყვაოდეს ვარდი,
ნუ მედავებით შორიდან რომ ათასფრად ხედავთ.
მე ეს მარგუნა ბედისწერამ, გავ