მოკლედ რომ ვთქვათ, ჰოლანდ როდენმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოში მოხდება ისეთი რაღაც, რაც არასდროს არსად გაუკეთებიათ. ეს 'რაღაც' სურდათ რომ The Walking Dead-ში განეხორციელებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. მათ სურდათ რომ მოეკლათ მთავარი გმირი და შემდეგ გაეცოცხლებინათ.ჯეფ დევისის შემთხვევაშიც ასე ხდება. მან მოკლა ელისონი, რომელსაც ალბათ გააცოცხლებს. მისი მსხვერპლი სავარაუდოდ აიზეკი იქნება. ამ მოსაზრებას განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის ფაქტი, რომელიც სპოილერებში ეწერა. თუ სპოილერებს დავუჯერებთ, სერიალში გამოჩნდება ესპანური ოჯახი (ეს ჩვენს გვერდზე იდო რამდენიმე კვირის წინ) რომელიც ელისონს აიძულებს კოდექსის შეცვლას იმისათვის, რომ მაქციებზე ნადირობა გააგრძელონ. ჩემი აზრით სწორედ რომ ეს ესპანური ოჯახი დაესხა თავს დღევანდელ სერიაში ეთანსა და ეიდენს. თუ ელისონს აიძულებენ რაღაცის გაკეთებას, მაშინ ის ვერ მოკვდება ასევე უნდა ავღნიშნოთ სპოილერებში დაწერილი ფაქტი, რომლის მიხედვითაც, ელისონი მეორე ნოგიცუნეა. შესაძლოა სწორედ ნოგიცუნებ 'უშველოს' მას...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1