იები მოსულან,ლურჯთვალა იები,
შარშან რომ ვკრეფდით ერთად,
მეგონა ღალატს ვერ გაპატიებდი,
მაგრამ ვერა ვძლებ კენტად.
იები მოსულან, არ გესმიის, დაბრუნდი,
არ მინდა რომ მარტო შევხვდე,
და თუმცა კვლავ ტირის სულ მუდამ ეს გული,
მინდა ღიმილით შეგხვდე,.
იები მოსულან,ხომ ხედავ უჩვენოდ,
ვეღარ გაუძლიათ იებს,
მე ნაღალატევი გული მსურს გიჩვენო,
დაბრუნდი მე გაპატიე...
და თუ კვლავ შეხვდები
ჩემებრ თავდადებულს,
რომელსაც ჩემსავით უწოდებ ფერიას,
იებს ნუ მიუტან ახალ შეყვარებულს,
იებს ნუ მიუტან...
იებს ნუ მიუტან...
იებს ნუ მიუტან...
იები ჩ ე მ ი ა!
მიყვარხარ, მიყვარხარ, მინდა რომ ვიყვირო.
მინდა რომ გადავდგა მთები.
შენმა სიყვარულმა ისე ამრია,
სხვისთვის არ მემეტები.
მიყვარხარ ისე, როგორც მერცხალს უყვარს
ცის ლაჟვარდებში ფრენა.
ჩემი სიყვარული ისე უსაზღვროა,
როგორც ვარსკვლავები ზეცად.
მიყვარხარ ისეთი როგორიც ეხლა ხარ,
წლებმა ვერ გაგტეხა, ვერა.
სახეზე ნაოჭი, მაგრამ თვალებში
მზის შუქი არ ქრება ჯერაც.
მიყვარხარ უსაზღვროდ, არ უნდა მტკიცება,
გული კვლავ შენთვის ფეთქავს.
შენ მონატრებული სიო ხარ სიცხეში,
ჩემი მონატრების ელდა.
02.02.2018
მზია კაპანაძე