ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდასა თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს,ყოველ დღე უნდა გასცე მეტი სიყვარული და სიკეთე ადამიანების მიმართ ვიდრე გაეცი გუშინ...
„არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს.
00:39
🫶🫶🫶
29 просмотров
✅️"როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი ღვთის წმინდა სული განეშორება. და უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი - სულიერი სიკვდილი." ✍️ წმ. გრიგოლ პალამა
✅️" შეუძლებელია, ღვთისმოსაურად გატარება დღისა, თუ არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, და საოცარია, რომ წარმათთა შორისაც ითქვა რაღაც ამდაგვარი, იმიტომ, რომ მათაც ივარაუდეს, რომ სიბრძნისმოყვარეობა სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს." ✍️ წმ. იოანე სინელი
"საკუთარი თავი და საკუთარი ცოდვები განიხილე. ამას არავინ გიშლის, რადგან ამგვარად ცოდვებსაც გამოასწორებ და არც თავს დაიზიანებ, ხოლო თუ საკუთარ თავს ყურადღებას არ მიაქცევ და სხვების მსაჯულად იქცევი, ვერც კი იგრძნობ, ისე დააგროვებ ცოდვების ტვირთს. სწორედ ამიტომ, გევედრები, ყველანაირად მოერიდე მოყვასის განკითხვას. მართალია, შენ არ ხარ მსაჯული და მხოლოდ აზრებით განიკითხავ, მაგრამ მაინც ვარდები ცოდვაში, რადგან მტკიცებულებების გარეშე და, როგორც ხშირად ხდება, მხოლოდ ეჭვის ან ცილისწამების გამო განიკითხავ, ამიტომაც ბრძანებს დავით მეფსალმუნე: "თავისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან" (ფს. 100:5). ... მკაცრად ნუ განიკითხავ სხვებს და ნუ იქნები სასტიკი მსაჯული,
✅️" ხშირად განიკითხავენ ნაყროვნებს და მემთვრალეებს მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი შურითა და სიძულვილით უფრო იყოს მთვრალი, ხოლო ძმა მისგან განკითხული, თავისუფალი ამ სენისაგან." ✍️წმ. ალექსი შუშანია
✅️"როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჩბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაამაყდეს. ჯანსაღ ნაყოფს მიწაც კი ვერ გამოიღებს გულმოდგინე დამუშავების გარეშე." ✍️ წმ. იოანე ოქროპირი
✅️"ცოდვილთა განკითხვისაგან თავს შეიკავებ, თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა კრებულში იყო, ავაზაკი კი - მკვლელთა; მაგრამ ერთ წამში მათში სასწაულებრივი გარდასახვა მოხდა." ✍️ ნეტარი ავგუსტინე
✅️"განსაცდელი ბოროტება არ არის, არამედ სიკეთე. იგი კარგს უკეთესად აქცევს. ესაა ქურა - ოქროს განსაწმედელი, ესაა წისქვილი - ხორბლის დასაფქველი, ესაა ცეცხლი, რომელიც ეკალ-ბარდებს შემუსრავს, რათა მიწამ შეძლოს, რომ მიიღოს თესლი კეთილი." ✍️ წმ. იოანე ოქროპირი
ჩვენ უფლის მორწმუნეებმა მივბაძოთ იესო ქრისტეს ჩვენი პატიოსანი ცხოვრების წესით და ვიყოთ ღვთის წინაშე როგორც ანთებული ლამპრები, რათა ადამიანებმა დაიჯერონ და ირწმუნონ რომ ღმერთთან ნამდვილად ჭეშმარიტებაა , უ ზ ე ნ ა ე ს ი ს ღვთიური სიბრძნე და სამართლიანობაა, რომ იესო ქრისტე გ ა ნ უ ზ ო მ ლ ა დ კეთილია და ის უსაზღვრო სიყვარულია დაე ყველა გული მოიდრიკოს ღმერთის წინაშე და ყოველმა ბაგემ ---- რწმენით ნამდვილად გულწრფელად აღიაროს რ ო მ იესო ქრისტე---- ჩვენი უფალია. ❤️
Показать ещё