ტკივილით გაბერილ გულში ვფიქრობ, ეჰ, ჩემო ექიმო, ნეტავ იცოდე, გული რამდენ რამეზე მტკივა...
იმ ქვების გამო, უსამართლოდ ხშირად რომ მომხვედრია, იმ ცილისწამების გამო,
საკუთარი სიბინძურეების დამალვის მიზნით რომ ავრცელებენ, იმ აგრესიის
გამო, რჯულის კანონის დაცვას რომ უწოდებენ, იმ ,,მეგობრის" გამო, შავ
მიწაში ცოცხლად რომ გმარხავს, იმ ბოროტების გამო, ნიჭს და მონდომებას რომ
არ გპატიობენ, იმ სტატუსის გამო, სიმართლის ძიებისთვის გამყიდველს რომ
გიწოდებენ, იმ ფარისევლების გამო, ზნეობის დაცვის სადარაჯოზე ჩემს დასჯას
რომ ითხოვენ და უზნეობაში იხრჩობიან, იმ სიბნელის გამო, თვალებში მზის
სხივებს რომ გიკლავენ, იმ ადამიანების გამო რომლებიც ყოველტვის გესვრიან
ტალახს! კიარ მწყინს...არამედ მტკივა!!