შენს დაღლილ მხრებზე ამოდის ია,
წუთისოფელი გალიე გვემით...
მეც გამოგყვები ადრე თუ გვიან,
შენ შეგრჩა, მკვდარი ბავშვობა ჩემი...აქ წვიმებია თბილი და ხშირი,
რასაც თვალების ნისლები ცვლიან.
და ეხიზნები უმწეო ტირილს,
ნუგეშსაც იგრძნობ იმქვეყნად გვიან...დაგყურებს ზეცა სიწრფელით სავსე,
და ჯვარედინად დაგიწყობ ხელებს.
და ჩამოვჯდები საფლავის ქვაზე,
ჩვენს შეხვედრაზე ვიფიქრებ მერე...შენს დაღლილ მხრებთან იღვიძებს ია,
და უშენობა მომყვება გვერდით...
ირგვლილ ჩამქრალი სანთლები ყრია
და შენ მინათებ ბილიკებს, დედი...