არნავი ტრიალდება და ანჯალის ბოდიშს უხდის გულის ტკენისთვის, მაგრამ მას სჯერა კუშის და ეს უნდა გაეკეთებინა. ანჯალი გონებას კარგავს, ის ოთახში შეჰყავთ და ყველა საწოლთან დგას. გოგო გონს მოდის. არნავი ამბობს რომ მას მარტოს უნდა ელაპარაკოს და ყველა გადის.
არნავი ეუბნება დას რომ ძლიერი უნდა იყოს თავის შვილის გამო და უნდა ენდოს მას, რადგან არნავი ყოველთვის დაიცავს. არნავი ანჯალის ხელებზეა დაყრდნობილი და ტირის. ანჯალი შოკშია, ის იხსენებს შიამთან გატარებულ მომენტებს, გარეთაც ყველა მოწყენილია. ანჯალი ართმევს ხელებს არნავს და სთხოვს რომ მარტო დატოვოს. არნავს არ უნდა გასვლა მაგრამ ანჯალი აგდებს მას და ეუბნება ყველას რომ მარტო ყოფნა უნდა.
არნავი მოწყენილი გამოდის ოთახიდან, აკაში პაიალს აღარ ელაპარაკება. ანჯალი ეუბნება თავის თავს რომ შიამის გარეშე ვერ იცოცხლებს. არნავი ოთახში შედის ის თავს იდანაშაულებს ანჯალის გამო. ოთახში კუშიც შემოდის ის ჩაის უწვდის არნავს და გასვლას აპირებს, მაგრამ ბიჭი აჩერებს და სევდიანი თვალებით უყურებს. კუში ეხუტება მას და ტირის. ბიჭს ხელში აყავს კუში და საწოლზე აწვენს. კუში მას ხელს ჩასჭიდებს. არნავი სახეზე ეფერება და კუშისაც ძილი ერევა.
არნავი ფრთხილად გადის ოთახიდან და ანჯალის ეძებს. ბოლოს მას მძინარეს აღმოაჩენს ბებიას ოთახში. ბებია გამოდის და ეუბნება რომ ანჯალი წამლებით დააძინა, რომ მან შოკი მიიღო, მაგრამ კარგათ იქნება. პაიალი ცდილობს აკაში შემოირიგოს მაგრამ ბიჭი ძალიან ნაწყენია მასზე.
არნავი კიბეზე ჯდება და ანჯალიზე ფიქრობს. კუშიც მის გვერდით ჩამოჯდება და თავს დაადებს არნავს მხარზე. კუშის უნდა ანჯალის დაელაპარაკოს, მაგრამ ის თავს იმძინარებს. ბებია არნავს და კუშის ელაპარაკება ამ ამბავზე. არნავი ეუბნება მას რომ შიამზე სიმართლე ადრევე გაიგო და უყვება ტერასის ამბავს. ბებიას არუნდა ამ საშინელების დაჯერება.
დილით არნავს საჭმელი შეაქვს ანჯალისთან და ცდილობს აჭამოს მაგრამ გოგონა არც კი ელაპარაკება მას. კუშის ესმის როგორ ლაპარაკობს არნავი საქმეებზე და ოფისში წასვლას აპირებს. კუში ეუბნება რომ უნდა დაისვენოს და წამლებს აძლევს. კუში გავლას აპირებს მაგრამ არნავიც იქით იწევა საითაც მან უნდა გაიაროს. კუში შეხედავს არნავს, ბიჭი ეშმაკურად უღიმის.
არნავი კუშისკენ მიდის, გოგო უკან იხევს. არნავი ეუბნება რომ შეწყვიტოს უკან დახევა მაშინ როცა ის მისკენ მიდის, კუში იღიმის არნავი ბოლოს ატარებს მას. კუში ეკითხება მოახლეს ჭამა თუ არა ანჯალიმ საჭმელი. ის პასუხობს რომ არა. კუში იღებს საჭმელს და მიდის ანჯალისთან. ანჯალი ამბობს რომ მას არ უნდა არავის ნახვა. კუში მაინც შედის და ეუბნება რომ ყველაფერი მისი ბრალია მაგრამ მან არნავის გამო მაინც უნდა ჭამოს, რადგან ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა ძალიან ამწუხრებს. ანჯალი არაფერს ამბობს. კუში ეუბნება რომ მისი მომავალი ბავშვია და უნდა იზრუნოს მასზე. ანჯალი იდებს ხელებს მუცელზე და ტირის.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев