ყველაზე ლამაზი იყო, როცა პირველად აემღვრა ხასიათი...
სულ ეძინება და ჭირვეულობს. სახე ცოტა შეუშუპდა და თვალები ხშირად აქვს ამოღამებული. ეზარება გაპრანჭვა და აღარც მის საყვარელ თვალის ჩრდილს ხმარობს ხშირად. ცოტა გაფერმკრთალდა და სახლში დარჩენას ამჯობინებს მანამდე მისთვის საყვარელი ქუჩების ხმაურს. იშვიათად დადის სალონშიც, რომელსაც აქამდე საჭიროზე ხშირად სტუმრობდა და დიდი ხანია ლაქიც გადაძვრა რამდენიმე ფრჩხილზე.
ვარდისფერი ტუჩები გაუნაცრისფერდა, ახლადგამოღვიძებული კი იმწამსვე მიემართება საპირფარეშოსკენ... ფერგადაკარგული გამოდის და ჩხუბობს, რომ შია. მერე ისევ გარბის პირზე ხელაფარებული..
მერე ისევ იწყებს წუწუნს, რომ საშინლად ატკივდა თავი და მოკუნტული ცდილობს მეათედ მაინც დაიძინოს დღის მანძილზე.