ჩემი ყველაზე დიდი განძი სუფთა...უბოროტო...გულწრფელი გულია...მადლობა ღმერთს რომ ასეთი ვარ....და მადლობა მათ ვინც ამას ხედავს და ჩემთანაა...ამ გულს ღალატი არ ჩვევია...ამ გულს სიყვარული ასწავლეს...ამ გულს მეგობრობა ასწავლეს...ამ გულს ტირილი ასწავლეს...სიმღერა ასწავლეს სიყვარულზე...ტკივილიც ასწავლეს და მისი ატანაც, მაგრამ ბოროტება არ უსწავლებიათ...არც ბოღმა და შური და მე ამაყი ვარ რომ ეს გული ჩემს მკერდში ცემს......
რელიგია სიყვარული, პატიება, მხარში დგომა და ერთგულებაა...
როგორი წყალობაა, როცა ხატთან საკუთარ ცოდვებს ტირი და იმდენად შერცხვენილი ხარ, გერიდება თვალებში ჩახედო, იესოს... გერიდება, ერთ დროს მეგობრის განკითხვის, ლანძღვის, შეურაცხყოფის, გულგრილობის.
ქვებით არა, მართალი ცხოვრებით შენდება ტაძარი, რომელსაც არც კედლები გაებზარება და აღარც გუმბათი ჩაეშლება. ღვთის მოყვარულს მხრებზე აქვს შემდგარი ეკლესია და უხილავად დაატარებს. იესო მალე მოევლინება ქვეყნიერებას. არ შესცივდეს. მას მხოლოდ სუფთა გული გაათბობს...
მამა პეტრე