Предыдущая публикация
გრძნობის ყველა წამი დედა.. რამდენ ბოროტებად ჩამეკირა გულში კლდედქცეული სევდა მთელი დღეები და ღამეები მუდამ მეყვარები დედა! შენთან მოვედი და შემიფარე, აღარ დაგშორდები მეტად, ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე შენთვის აღარ დამრჩა დედა.. ყველა მეგობარი დამეფანტა ქარიც აღარ ჩადგა ბედად, სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე ვისღა მივაკითხო დედა? კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა იქცა ფრთამოტეხილ გედად ან მარადისობა, რომ არსებობს რატომ არ მითხარი დედა! ფიქრთა ღრუბელია მარტოობა ფიქრმა დამიბნელა მზე და რატომ არ მასწავლე სიძულვილი მღუპავს სიყვარული დედა!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев