მე მაშინ მოვალ, როცა შენი გული დამიწყებს ძებნას
და იმას იგრძნობ, რაც მე თავად მიგრძვნია შენგან.
მე მაშინ მოვალ, როცა მინატრებ, როგორც მე შენ და
უსასრულობის ოცნებებში დავიწყებთ ფრენას.
მე მაშინ მოვალ, როცა მარტოობა ჩემსავით შეგძრავს,
ტკივილს უჩემობის, რომ ვეღარავინ დაგიამებს ქვეყნად.
მე მაშინ მოვალ, როცა გაიფიქრებ არ ვახსოვარო ნეტავ?!
როგორც შემოდგომა, მოვალ და მოგიტან ჩემს თავს,
სულს გაგიფერადებ, გულში ჩაგეღვრები სევდათ,
და მერე შენც მიხვდები რომ სიყვარულშია შვება.
მალე დამიძახე, თორემ გაირბინა წლებმა,
მე დაგელოდები და ერთ დღეს ნამდვილად მოვალ.