სოფელი ოფეთი მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში,მდინარე ხევისწყლის ხეობაში,ზღვის დონიდან 240 მეტრზე.აკადემიკოსი ნიკო კეცხოველის აზრით სახელწოდება "ოფეთი" შეიძლება წარმოდგებოდეს სიტყვისგან "ოფერი".ოფი შავი ვერხვის სახეობაა,რომელიც ოდესღაც გავრცელებული ყოფილა ამ ხეობაში. სულხან-საბას ლექსიკონში "ოფო" ასეა განმარტებული:"მცირე რამ საგუბარი წყალთა".სოფლის მდებარეობის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ,რომ გასულ საუკუნეებში აქ ოფო ტბორი ანუ საგუბარი ყოფილა.სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია X-XI საუკუნის საკულტო ნაგებობათა ნაშთები,რაც მის სიძველეზე მეტყველებს.ოფეთის ტერიტორიაზე მოედინებნა გოგირდოვანი წყლები.ამ ადგილს აბანოს ეძახიან,რადგან აქ სამკურნალო აბანოები ყოფილა.სამწუხაროდ ამ ადგილას მხოლოდ პატარა