ახლობლის დაკარგვისას სულში სიცარიელე ისადგურებს,მაგრამ გადის დრო და ადამიანი იძულებულია ცხოვრება განაგრძოს, ამ ქვეყნიდან წასული არ გვავიწყდება,არც სიცარიელე ივსება,უბრალოდ მის გარეშე ცხოვრებას ვეჩვევით,ნაღვლიანი ღიმილის მიღმა წარსულის ტკივილი და მომავლის იმედი იმალება,დრო სწრაფად გადის ,ცხოვრების ყოველი განვლილი წამი ფერმკრთალდება და ჩვენი ცხოვრების წიგნში ჩადებული ყვავილივით ჭკნება,ვიხსენებთ სიტყვებს,გამოხედვას,ფერს,სუნს,ყველა განცდა ჩევნს გონებაში ილექება,მათ ვიხსენებთ,მეხსიერებაში ხელახლა აღვიდგენთ ისევ და ისევ ყოველჯერზე სხვა და სხვაგვარად,როცა მივივიწყებთ და ვცდილობთ თავი ვინუგეშოთ,ვხვდებით,რომ ცხოვრებამ ჩაიარა და დარდით სავსე დაგვტოვა,ისევ წარსულს ვიხსენებთ... მამი :(