მე ის ემიგრანტი ვარ! დაუმსახურებლად რომ გამაკრტიკეთ,
ნეტა ამას! სულ რომ იცინისო...
ჰოო ზუსტად ის ემიგრანტი ვარ, მთელი ღამე რომ წვიმდა ჩემს ბალიშზე და ჯერ კიდევ რომ, არ გაშრობია ჩემი ცრემლები!
აი ის ემიგრანტი ვარ!
უანგაროდ რომ არიგებს! ღიმილს, სითბოს, სიყვარულს და ცდილობს მაინც, იყოს კეთილი!
კი ის ვარ, მუხლებზე რომ დავცემულვარ და მიბღავლია, ძვლებში რომ დავუმტვრევივარ, ჩემი ერთადერთი , ჩახუტების სურვილს...
რათმაუნდა ის ვარ! რომელსაც შემშლია და ამ შეცდომების აღიარების არ შემრცხვენია...
ჰოო ის ვარ! ძალაგამოცლილს, იმედის სხივამდე მუხლებით რომ, მიხოხია და არ დამითმია, არ დავნებებულვარ!
აი ისიც მე ვარ!
რამდენიმე ადამიანს, ღმერთი რომ უპოვია ჩემს თვალებში...
კიდევ ის, ტკივილებს უამრავჯერ რომ გამოვუტირებივარ, მაგრამ...
იცით რა მეამაყება?!
მე თქვენთვის პატიება შემიძლია!
თქვენთვის ლოცვაც შემიძლია!
თქვენთვის გულწრფელი გაღიმება შემიძლია!
თვენთვის მზესავით გამონათება შემიძლია!
თქვენი სიყვარული შემიძლია!
მე ვგრძნობ ჩემში ადამიანს...
ჰოო მე ის ემიგრანტი ვარ! რომელიც ყოველთვის გაიღიმებს, რომელიც სულიერად ლამაზი უნდა მოკვდეს..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев