ერთი ნაწილი ამბობს,რომ ყველაფერი გვაქვს მხოლოდ გზა არის შემაფერხებელი. მეორე ნაწილი კი იმას,რომ მას ბავშვობა არ ჰქონია და აქამდე ჭაობში ცხოვრობდა. წლების წინ,რომ არავინ არაფერი გააკეთა იმის შედეგია ისიც რაც გუშინ ვნახე. ჩემი ძმის ყოფილი კლასელი (მოგეხსენებათ დაბალ კლასში 1-2საათი ეთმობა ქართულს) რომელსაც რუსულმა განათლებამ მოუსწრო მშობლებმა საქართველოს სკოლაში გადაიყვანეს. ბავშვებს იმდენად უყვართ თავიანთი სახლი სოფელში, მეზობლები და ყოფილი სკოლა, ყოველ პარასკევს ელოდებიან იმ იმედით,რომ სოფელში წამოვლენ. იმ დახეულ ბურთს,რომელსაც ზოგი "ჭაობში"(როგორც ეძახის ნაწილი) თამაშობდა, ბავშვები სიხარულით დაატარებენ მწვანე მდელოზე და ცა რომლსაც შეჰხარიან არის ბედნიერი სახეების შემყურე  ბავშვები კი ამ ცის ქვეშ თავს ბედნიერად გრძნობენ. არ არსებობს ადამიანი,რომლის ცხოვრებამაც დაბრკოლებების გარეშე ჩაიარა. გარუსების საფრთხეს რაც შეეხება- ჩვენდა საბედნიეროდ სახლში და სკოლაში ქართულად საუბარს არავინ გვიშლის და არ არის დარღვეული ამ თვალსაზრისით პიროვნული უფლება. სკოლას მეც დავამთავრებ და მართალია არ ვიცი ჩემს მერე რა იქნება, მაგრამ მე მჯერა იმ ხალხის,რომელმაც ყველა ომი ღირსეულად და ყველა დაბრკოლება იმედით გაიარა. არ არის ეს ჩვენი სოფელი ჯურღმული, არ ვცხოვრობთ ჭაობში არა!! და მაპატიეთ მაგრამ სოფელში არსებული ჭაობი გაშრება. ჭაობიან ნიადაგს კი ნოყიერი შეცვლის. აიი ჭაობით სავსე ტვინებზე რა მოგახსენოოთ. სამწუხაროდ ვერ გაგახარებთ.  მე მხარს ვუჭერ ქართველების და აფხაზების თანამეგობრობას. #ესარისჩემიხმა. ❤

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев