ადამიანობა მე უბრალოება და გულისხმიერება მგონია,
სხვისი ცუდი რომ არ გაგახარებს,
სხვისი სიხარული რომ არ გაგაბოროტებს,
შენზე სუსტს ზემოდან რომ არ დახედავ და სხვებს ნივთივით არ მოექცევი - აი, ეგ მგონია მე ადამიანობა…
დიახ, შეიძლება ძალიან ლამაზად ილაპარაკო, მდიდრული სამოსიც გეცვას და ულამაზეს სახლშიც ცხოვრობდე, მაგრამ თუ გულში მხოლოდ სიძულვილი და ბოროტება გაქვს, არავინ ხარ და არაფერს წარმოადგენ....
მაშინ, როდესაც ცოლთან 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიზისი დაგვეწყო ურთიერთობაში, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველი და შინაგანად ნათელი იყო, მას არ ჩამოსტიროდა სახე ყოველდღიური ყოფითი საკითხებისგან. აქედან გამომდინარე დიდი სურვილი გამიჩნდა მასთან გამება პარალელური რომანი, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ამ ყველაფერს მოყვებოდა: პაემნები, სეირნობა, მისი მოხიბვლის მცდელობა, სიურპრიზების გაკეთება და ამ ყველაფრის მოწყობა მომიწევდა ცოლისგან და ხალხისგან ფარულად. რაღაც მომენტში დავფიქრდი: რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი? რა მოხდება თუ ამ ყველაფერს ცოლის მიმართ გამოვავლენ, მასთან ერთად წავალთ კინოში, პაემნებზე, შევეცდები მას ვასიამოვნო. როგორც კი ამ ყ