ბოლომდე ტკივილს ვერავინ შველის.
ნუგეშსაც ალბათ ამაოდ ეძებ…
და გულში ყვირი-,,ო, ელი, ელი”…
რად არ მომყვები იესო გვერდზე…
ან როგორ უნდა გაუძლო ამდენს,
უცეცხლოდ გეწვის ძვლები და რბილი…
ბღავილი აღწევს ცის იქით ცამდე…
დღეს სამყაროა უძღები შვილი…
გაშრება ცრემლიც, სიტყვაც და ძალაც,
ცხოვრებაც ტანჯვით, გოლგოთით გადის.
ვერავინ გშველის, ტკივილსაც მალავ
ხელიდან უშვებ სიცოცხლის წადილს!..