7
-მარიამ, როგორ ხარ? ამ დილით აქ რა გინდა? - ღმილით გადმოვიდა და გადაკოცნა, მთელ ტანზე ბუსუსებმა დააყარეს მარიამს..
-მე? ისა, ვსეირნობ - დაიბნა გოგონა, - შენ რა გინდა ამ დილაადრიან? - კითხვა შეუბრუნა მან.
-სამსახურიდან ახლა მოვდივარ, - თქვა და გაუღმა - წამო გაგიყვანს - შესთავაზა მარიამს.
-იყოს, ფეხით მირჩევნია გასვლა, თან ჯერ არ მივდივვარ.. მეგობარს უნდა შევხვდე - უცებ თქვა და ბოროტულად ჩაეღიმა.
-ვინ მეგობარს? - ეჭვიანობამ წამოჰყო თავი.
-არ იცნობ შენ... - თავი გააქნია.. ტელეფონზე, რომ დაურეკეს. - ჰო სიხარულო - როგორ უნდოდა ახლა გაცინება, მაგრამ იკავებდა..
-გოგო არ მოდიხარ?
-მეც მიყვარხარ.. კი, მალე მოვალ.
-ვისთან ხარ გგოგო? - ფხუკუნით ეკითხება ლილა..
-ნაცნობი შემხვდა და მალე მოვალ სიხ, არ მოიწყინო უჩემოდ - თქვა და სანდროს შეხედა. ბიჭს ცისარტყელას ფერებმა გადაუარა ‘ნაცნობი შემხვდა’ ეს სიტყვები უტრიალებდა.. ცუდად მოხვდა მის ყურთასმენას.. ‘მარტო ნაცნობი ვარ მისთვის?’ გაიფიქრა, ‘ოჰ ალექსანდრე გაები, შეგიყვარდა’ - შემოუძახა მეორე მემ.
-კარგი გელოდები..
-ჰო დღეს შენთან ამოვალ.. - ჩაიცინა - გაკოცე.. ნუ ისეც გაკოცებ და.. - ჩაიღიმა და გათიშა..
‘ნუ ისეც გაკოცებ’ - ისევ გაიმეორა მარიამის სიტყვები და სულ გაგიჟდა,როცა წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა ‘მის მარიამს’ ვიღაც შეეხებოდა. - ალექსანდრე, მე უნდა წავიდე.. ნახვამდის - ახლოს მივიდა, მაღლა აიწია და ლოყაზე აკოცა.. შემოტრიალებას აპირებდა, როდესაც ხელში წაავლო ხელი და ზედ აიკრა.. უეცრად დაეტაკა მარიამს ბაგეებზე, მარიამმა წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს მოშორდა სანდრო.. - თავხედი, ხეპრე - სილა გააწნა.. - როგორ გამიბედე?! - სიბრაზისგან მეორე ხელიც მოუქნია, მაგრამ სანდრომ დაუჭირა ისევ მიიზიდა და ახლა ნაზად დაუკოცნა ბაგეები..
-განებივრებულო.. კოცნა არ გცოდნია - ირონიულად ჩაილაპარაკა..
-თავხედი, უზრდელი, ხეპრე.. - ლანძღავდა.. - ხელი გამიშვი - მკლავზე მიუთითა გაბრაზებულმა.. სანდრომ ხელი უშვა... - საერთოდ არ დამენახო.. გაქრი, აორთქლდი - ხმამაღლა უთხრა და ‘ტაქსი’ გააჩერა..
-მამიკოს ფულებით განებუვრებულო გოგონა’ვ.. მალე მოგარჯულებ! - ჩაილლაპარაკა სანდრომ და ნელა გაჰყვა უკან ტაქსს..
9 სართულიან კორპუსთან გააჩერა მანქანა, მძღოლს ფული მიაწოდა და სადარბაზოში შევიდა..
სანდროს ჩაეღიმა, იცნო ადგილი.. მიხვდა ვისთანაც წავიდოდა.. მანქანა მოატრიალა და ბარში წავიდა.. დდამიანემ იცოდა სანდროს გრძნობების შესახებ..
“_ჩემგან ‘დაბრო’ გაქვს, მაგრამ ზედმეტი არაფერი მოგივიდეს, თორემ არ გაცოცხლებ..“ - კარგად ახსოვდა დამიანეს ეს სიტყვები, ენდობოდა სანდროს, იცოდა, რომ ზედმეტს არ იზამდა, მაგრამ მაინც ზრუნავდა დაზე და ‘ეჭვიანობდა’.
-ბიჭო სად ხარ? - დამიანეს დაურეკა.
-რა ხმა გაქვს? რა მოხდა? - ხმა ეუცნაურა...
-ბარში ვარ მოდი რა.. - თქვა და გათიშა. 10წუთში გაჩნდა დამიანე მის გვერდით..
-რა მოხდა ტო? - შეშფოთებული უყურებდა ძმაკაცს..
-ლიკა ჩამოვიდა.. - თვალებჩაწითლებულმა ახედა და კიდევ ერთი ვისკის ჭიქა გადაუშვა..
-რა? ღადაობ? - გაღიზიანებულმა თქვა.. ვენები დაებერა და მანაც გადაჰკრა ვისკის ერთი ჭიქა.. ერთს მეორე მიყვა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე, მეოთხეს - მეხუთე და ასე დათვრნენ..
-ლილა.. -მოესმა გოგონას დამიანეს ხმა, რომელიც საოცრად დაბოხებული ჰქონდა სასმლისგან..
-დამიანე მთვრალი ხარ? - გაკვირვებულმა დაუსვა კითხვა..
-არა, არ ვარ - გაწელილად ესაუბრებოდა..
-სად ხარ?
-შენთან ვარ! - უთხრა და ლილამაც გადაიხედა ფანჯრიდან..
-ვაიმე, სულ გაგიჟდი?! - ლილას გახარებული და ამავე დროს გაოცებული ხმა მოესმა.. ფანჯარას მოსცილდა და 2წუთში მის გვერდით გაჩნდა..
-მომენატრე! - დაბოხებული ხმით უთხრა და ძლიერად მიიხუტა გოგონას სხეული, მის თმებში ჩარგო თავი და ფილტვები მისი სურნელით აივსო..-ლილა..
-გისმენ - ახედა ორი თავით მაღალ სხეულს, გულამდე, რომ ძვლივს სწვდებოდა..
-ლილა.. მიყვარხარ! - უთხრა და თვალებში ჩააჩერდა.. გოგონას თვალებში სიხარულის ნაპერწკალმა გაიელვა და თვალები ცრემლებით აევსო.. - რატომ ტირიხარ? - უმალ ეცვალა დამიანეს სახე...
- მეც მიყვარხარ! - ამოისრუტუნა.. ბოლოს ახსოვს დამიანეს მკლავებში გაყუსულს მშვიდად ჩაეძინა..
მარიამი ლილასგან, როდესაც წამოვიდა თავის საყვარელ ადგილას - მთაწმინდაზე - ავიდა.
როგორ უყვარდა ეს ადგილი.. მთელი თბილისი მოსჩანდა.. სიმშვიდე იყო.. მხოლოდ ლამპიონები ანათებდნენ ცარიელ ქუჩას..
ფიქრობდა.. სანდროზე ფიქრობდა... უნდოდა ახლა ჩახუტებოდა.. მისი კოცნა გაახსენდა.. გაიღიმა და ტუჩებზე თითი გადაისვა..
-აქ რას აკეთებ? - მოესმა ბოხი და ნაცნობი ხმა.. გვერდით მიუჯდა..
-ვფიქრობ, - გადახხედა მამაკაცს..
-რაზე?
-უფრო სწარად ვიზე?! - გაუღიმა.
-კარგი, ვიზე? - ჰკითხა..
-თავხედზე, რომელმაც პირველი კოცნა მომპარა.. - მზერა მოაშორა სანდროს და დაბლა დაიხედა, ლოყები საყვარლად აეფაკლა..-შენ?
-მეც ვფიქრობ..
-ვიზე? ან რაზე? - ახლა მან ჰკითხა.
-ერთ გოგონაზე, რომელმაც თავი ძალიან შემაყვარა! მისი დანახვა მაფორიაქებს, მახარებს.. მის გვერდით პატარა ბიჭს ვემსგავსები.. გამუდმებით მასთან მინდა.. მაგრამ.. აი, ხომ ხედავ ყოველთვის არის ერთი მაგრამ.. - თავი გააქნია სანდრომ..
-ყოველთვის არ არის!- ჩაილაპარაკა მარიამმა..
-ალბათ-ჩუმად თქვა სანდრომ...
სანდრომ მარიამის მხარზე ჩამოსდო თავი და ერთად გაჰყურებდნენ თბილისს..
ხედავდნენ როგორ ამოდიოდა მზე და ეფინებოდა ქალაქს მზის სხივები..
ხალხი იღვიძებდა..
ქალაქი იღვიძებდა..
ხმაურიც იღვიძებდა..
მთვარე იძინებდა..
სიჩუმე იძინებდა..
და გულებიც იყოფოდა..
ნელა გაუყვნენ თბილისის ქუჩებს.. ნელ-ნელა ხალხი მატულობდა..
-მივდივარ.. - მოესმა სანდროს ხმა..
-სად? - ტკივილი და სევდა იმჩნეოდა მის ხმაში..
-არ ვიცი.. იქ სადაც არავინ შემაწუხებს.. ან შეგვაწუხებს.. წამომყვები? - ხელი გაუწოდა..
-წამოგყვები! - ჩაილაპარაკა მტკიცედ და ხელი ჩაკიდა მის ხელს..
ლილამ დილით გაიღვიძა და საყვარელი მამაკაცის სახე, რომ დაინახა უნებურად გაეღიმა.. გული აუძგერდა.. აღრ იცოდა რითი გამოეხატა სიხარული.. მის მოკლე, მოვლილ წვერს თავისი თლილი, ლამაზი თითები ჩამოუსვა, შემდეგ ნაზად აკოცა ლოყაზე..
-ნუ მაიმუნობ! - დამიანეს ბოხი ხმა გაიგონა და სასიამოვნოდ გასცრა..-ჩემი პატარა!
-მიყვარხარ! - უთხრა და მიეკრო საყვარელ მამაკაცს..
მოულოდნელად დამიანეს ტელეფონი ამღერდა.. ძმაკაცი ურეკავდა..
-ბიჭო ხომ არ გაგაღვიძე?-მოემა საბას ხმა..
-დაახლოებით - გაუღმა..
-არაუშავს.. ბიჭო ლიკა ჩამოსულა.. ფუ, ბო*ი დილიდან ნერვები მაქვს აშლილი..
-ვიცი ტო სანდრიკამ მითხრა... კაროჩე მე ვნახავ ლიკას და დაველაპარაკები..
-ბიჭო ლილა? რამე არ გაგიჩალიჩოს ლილასთან..
-არა, ტო.. პროსტა თითი დააკარონ ავკუწავ.. არ ვაცოცხლებ!
-კაი, ტო.. დღეს საღამოს ბარში გაიჩითეთ, რა.. მოვაგვაროთ იქ..
-კაი, ბაზარი არაა. - გაუთიშა და უკან შებრუნდა ლილას რომ შეეჩეხა..- ლილა.. - გაკვირვებული უყურებდა..
-ეჭვანობის სცენებს არ გაგიმართავ, ნუ გეშინია - ხელით გააჩერა და სამზარეულოში შევიდა.. უკან გაჰყვა დამიანეც..
-აუ, ჩემი.. მარიამი არ პასუხობს.. - ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი..
-გუშინ მთაწმინდაზე ავიდა ჩემგან, რომ წავიდა - უთხრა ლილამ და გაზქურაზე წყალი დაადგა..
-სანდრიკაც მთაწმინდაზე ავიდა - წარბაწეულმა თქვა..
-სანერვიულო არაფერია.. - გაუღიმა.. - და მაინც ლიკა ვინაა? - საყვარლად ჰკითხა თვდახრილმა..
-გრძელი ისტორიაა..
-არსად მეჩქარება, მგონი არც შენ..
-ოჰ, ლილა.. - თავი გააქნია.. - კაროჩე, მე და ლიკამ ერთმანეთი, რომ გავიცანით ლამაზი ‘ ქალი’ იყო.. ისე მოხდა, რომ შეყვარებულები გავხდით... მაგ დროს მეც მატყუებდა და სანდრიკასაც.. ჩემთანაც იყო და მაგასთანაც... გვატყუებდა პროსტა.. ჩვენ მტრობას კიდევ ეგ დაემატა და ბოლოს ლამის სასიკვდილოდ დავჭერით ერთმანეთი.. მერე ლიკამ ნარკოტიკები შემოგვიგდო ორივეს და ჩაგვსვეს.. ბოლოს ერთმანეთის დახმარება დაგვჭირდა, თავიდან ვერ ვეწყობოდით, მაინც ვჩხუბობდით და ბოლოს ძვლივს მოვგვარდით, მაგრამ არც , მაშონ შეგვიმცირებია კამათი..მაგ ბო*ზმა შარში გაგვხვია მე და სანდრიკა და წავიდა ქვეყნიდან.. ბოლოს როგორც იქნა დავამტკიცეთ, რომ ნარკოტიკი ჩვენი არ იყო.. გამოგვიშვეს.. ლიკა ვეღარ ვიპოვეთ.. ბოლოს დავივიწყეთ კიდევაც და ახლა გამოჩნდა ახლიდან.. - ძარღვებდაბერილმა ჩაამთავრა..
-და შენ და სანდრო რატომ ვერ ეწყობოდით?
რავი, ტო.. არ გვევასებოდა ერთმანეთი.. - ტუჩის კუთე ჩატეხა..
-ახლა? ახლა რა მოხდება? ის.. ლიკამ მარიამს რამე, რომ დაუშავოს? - ანერვიულდა ლილა..
-ნუ გეშინია, ვერაფერს უზამს..- თავზე აკოცა.. - მიდი ჩაიცვი და გავისეირნოთ - გაღიმა, ლილაც ოთახში შევიდა, ვარდისფერი შორტი ჩაიცვა, თეთრი ზედა, ვარდისფერი გულით და ჩონჩხებით და ზემოდან თხელი ქურთუკი მოიცვა.. თმა უბრალოდ გაიშალა..
-ლილა! - დამიანემ მკაცრად თქვა გოგონას სახელი..
-რა? - საყვარლად აუფახულა თვალები..
-ბარემ გაიხადე და ისე იარე!
-აუ, რას ერჩი? - ტანზე დაიხედა.
-გამოიცვალე! - ბუზღუნით ავიდა ოთახში და გამოიცვალა, ამჯერად თეთრი ‘დახეული’ ჯინსი, მონაცრისფრო წარწერიანი მაისური ჩაიცვა დათეთრი კეტები ამოიცვა..
-წავედით? - დამიანესთან გავიდა.
-წავედით - გაუღმა და გავიდნენ..
ნელა მისეირნობდნენ, თან საუბრობდნენ..
-ბამბის ნაყინი - დაინახა გამყიდველი ქალი ბამბის ნაყინებით და მისკენ წავიდა, თან დამიანეც გაჰყვა..
-ათი ცალი მომეცით - უთხრა გამყიდველ ქალს.. ქალმა გაკვირვებულმა გახედა გოგონას.. 10 ცალი ბამბის ნაყინი მიაწოდა ლილამაც გამოართვა.. ფული უნდა გაეწოდა დამიანემ რომ გაუწოდა.. - მადლობა - გაუღმა და ლოყაზე აკოცა..
-ხურდა არ მინდა - უთხრა გამყიიდველ ქალს.. - ამას სულ შეჭამ? - სიცილით ჰკითხა...
-ვერა, - თავი გააქნია..
-აბა, ამდენი რათ გინდა? - ჰკითხა, მაგრამ არ უპასუხა, იქვე ბავშვებისკენ წავიდა და ჩამოურიგა.. ორი ცალი დარჩა... ერთი დამიანეს მისცა მეორე თავისთვის დაიტოვა..-ჩემი კეთილი - თავზე აკოცა და მიიხუტა.. სკამზე ისხდნენ და ლილა ნელა მიირთმევდა, ხოლო დამიანე რაღაც-რაღაცებს უყვებოდა და ბევრი აცინა კიდევაც..
________________________________________


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев