მინდა რომ ის მონატრება დაბრუნდეს...მინდა რომ ისევ ისე მტკიოდე..ყოველ წუთს,ყოველ წამს...ისევ ისე ტანჯულად მტკიოდე...ისევ ის ტკივილი გერქვას რაც იყავი...ისევ ჩემი ტკივილი გეწოდოს...მინდა რომ ისევ ის ტკივილი დამიბრუნდეს...არ მინდა ამ წმინდა ტკივილის და ტანჯვის დაკარგვა...ის ხომ წმინდა სიყვარულს მახსენებდა...იმ სიყვარულს,რომლითაც მე შენ მიყვარდი...იმ სიყვარულს რომელსაც უშენოდ ვატარებ...იმ სიყვარულს,რომელმაც ცოტა ხნით მაინც მამყოფა ბედნიერი...არ მინდა მთლიანად შენი დაკარგვა...შენი წასვლის შემდეგ დატოვებული ტკივილი მაინც მინდა ჩეემთან დარჩეს...მინდა მან მიერთგულოს...არ მიმატოვოს შენსავით...
ტკივილი მინდა დამიბრუნდეს...შენი წასვლის შემდეგ დატოვებული ტკივილი...მტკიოდა ,მაგრამ გულის რომელიღაც კუთხეში ბედნიერებაც მიყუჟულიყო...ეს ტკივილიც ბედნიერებას მანიჭებდა...ეს ტკივილი მახსენებდა,რომ
ოდესღაც ჩემი გერქვა...
ოდესღაც ჩემში იყავი...
ოდესღაც ერთი გულით ვსუნთქავდით...
ოდესღაც ერთი ბედნიერება გვქონდა...
ოდესღაც ერთნი ვიყავით...
ეხლა კიი...ეხლა აღარ ვართ ის ერთი მთლიანობა..ეხლა სხვადასხვა ვართ...სხვადასხვა ბედნიერება გვაქ...სხვასხვა ადამიანად გვიცნობენ...
შენ წახვედი და დამივიწყე...მაგრამ მე დავრჩი და მახსოვხარ....მახსენდება შენი სიცილი,რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და უაზროდ ვიღიმი...მინდა ერთხელ მაინც გავიგონო შენი სიცილი...
შენში ყველაფერი მენატრება...რა ჩემი ბრალია,რომ ჩემში ლამაზ ოცნებად დარჩი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев