----------------------------------------------------------------------------------------------------
- ლუკა, ნიკა გვარამიამ ყველაზე დადებითი შეფასება მოგცა. ისიც აღნიშნა, რომ ჯასტინ ბიბერზე უკეთ მღერი...
- ბიბერზე კარგად ვმღერი? ვითომ? სიმართლე გითხრათ, საკუთარი გამოსვლით ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან ვიცი, რომ უფრო მეტი შემიძლია, თუმცა ჟიურის შეფასებით ძალიან კმაყოფილი გახლავართ.- ჯასტინ ბიბერს ხშირად აკრიტიკებენ, შენ კი სიმღერა მისი რეპერტუარიდან შეარჩიე...
- არა მგონია, ჯასტინ ბიბერი ვინმეს გასაკრიტიკებელი იყოს. მას თავისი ცხოვრება აქვს და ყველაფერს ხარისხიანად აკეთებს. ხშირად ვიზუალურადაც მამსგავსებენ, რასაც ვერ დავეთანხმები, რადგან ჯასტინი ათასჯერ მჯობია. ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მისი სიმღერები მომწონს და შესარჩევ ტურზე ამიტომაც ვიმღერე.- დიდი ხანია, მღერი?
- ღრმა ბავშვობიდან ვმღერი, ოღონდ არც სტუდიაში მივლია და არც ვოკალის პედაგოგი მყოლია. ინტერნეტის საშუალებით ვმეცადინეობდი. ვუსმენდი ჩემს საყვარელ სიმღერებს და ასე ვსწავლობდი, ოღონდ ყოველთვის ვცდილობდი, თითოეული სიმღერა განსხვავებულად მომემზადებინა. ოჯახში მხოლოდ მამა მღერის. ბავშვობაშიც მაკრიტიკებდა და ჩემი შესრულება არც შესარჩევ ტურზე მოეწონა, თუმცა ასეთი კრიტიკა ჩემზე ცუდად არასდროს მოქმედებს.- კონკურსში პირველად მონაწილეობ?
- დიახ, „X ფაქტორი“ ჩემთვის პირველი კონკურსია და ისეთი შემართებით ვარ, რომ კიდევ უფრო მეტს ვიბრძოლებ. ვფიქრობ, ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შანსი მაქვს. არა მგონია, ამ პროექტით რამე იწყებოდეს და მთავრდებოდეს.- თუ პროექტს მალევე გამოეთიშები, რას აპირებ?
- თუ გავვარდები, გული ნურავის დასწყდება, რადგან წინ დიდი გეგმები მაქვს. მინდა, საავტორო სიმღერების წერა დავიწყო და საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშაო. სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და არასდროს დავნებდები, ის ცხოვრების სტიმულს მაძლევს.- სხვა რა ინტერესები გაქვს?
- ძალიან მიყვარს კალათბურთი და, მეგობრებთან ერთად, ხშირად ვთამაშობ. სკოლაში კარგად ვსწავლობ, მაგრამ ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობა ცოტა ხელს მიშლის, რასაც აუცილებლად გამოვასწორებ. ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში სტიქაროსანი ვარ და ვგალობ. ტაძარი ჩემი მეორე სახლია. რაც თავი მახსოვს, შაბათ-კვირა ეკლესიის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მგონია, რომ უფლის გარეშე წარმატება არაფერია.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4