დედა ვარ, ქვაზე და რკინაზე ძლიერი,
შვილების გულისთვის კლდეს შევეჭიდები,
ავიტან, მოვითმენ, ვიქნები მშიერი,
სანამ სული მიდგას, ჩემ შვილებს ვჭირდები.
დედა ვარ, ლომივით ვისწავლე "ღრიალი,"
ჩემ ჯიშს და მონაგარს კბილებით დავიცავ,
ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი,
მიწაზე დაცემას ვერასდროს ავიტან.
ყოველი ცრემლი და უძილო ღამენი,
ბალიშზე ნაგროვებ სევდად რომ აწვეთავს,
ეს დედის ცრემლია, თვალებზე ნადენი,
გულში რომ იდუღებს ცხელ სისხლად ნაწვეთარს.
დედა ვარ, არწივის ძლიერი ფრთებით და
შვილების დასაყრდენ ძალად და იმედად,
ტაატით გატარებთ დაღლილი მხრებით და
გავუძლებ, თუ ჩემი სიცოცხლე გჭირდებათ.
გახსოვდეთ! წყალში ნუ ჩამიყრით წვალებას,
დედაა, ვინც შვილებს სიცოცხლეს დაუთმობს,
უძლური თუ მნახოთ, ნუ დაგეზარებათ,
ის ცრემლი მიყვარს, ის წმინდა ცრემლი,
დედას რომ მოსდის როცა შვილს აჩენს,
ცრემლი ოცნებით გაღვივებული,
შვილს რომ ეცემა როცა თვალს ახელს.
ის გული მიყვარს, ცრემლით გამთბარი,
დედის გრძნობებით გახარებული,
ის გული მიყვარს როცა ოცნებობს,
შვილი გაზარდოს გალაღებული.
იმ საოცნებო წუთების მსგავსად,
როცა სიცოცხლე ამ ქვეყნად მოდის,
იმ უჩვეულო წუთების ფასად,
ბოლო მოეღოს უსაზღვრო ლოდინს.
დრო მიდის ჩუმი, შეუჩერებლად,
შვილი იზრდება, დედა ბერდება,
გული ისევ ძგერს შეუსვენებლად,
მაგრამ დრო მიდის, სუნთქვა ჩერდება.
ის ცრემლი მიყვარს, ჩაფიქრებული,
სევდით აღსავსე მოთრთის სახიდან,
ის ბოლო ცრემლი დედის გულს ათბობს,
სიმწრითნაღვარი შვილის თვალიდან.
ცხოვრება ასე რთულია მხოლოდ,
დედა მიდის და შვილი კი რჩება
დააფასეთ დედა...
************************************
დედას როცა თვალზე ცრემლი შეამჩნიოთ,
მოეფერეთ, უთანაგრძნეთ სიტყვით,
დედის წყენა არავის არ შეარჩინოთ,
შვილებისთვის დედა მკვდარიც იბრძვის.მოხუცებულს თუ წაერთვას მუხლში ძალა,
მოვალე ხართ შეაშველოთ ხელი,
გაუფრთხილდით, თუ გინდათ რომ გყავდეთ ხვალაც,
დაანახეთ სიყვარული წრფელი.გაიხსენეთ ვინ გითევდათ თეთრად ღამეს,
სანანებელს ნუ გაიხდით გვიან,
მშობლის ამაგს თუ არასდროს დააფასებთ,
ნუღარ იტყვით ქართველი რომ გქვიათ.მე არ ვიცი სად რა ბედი მომეწევა,
ან ეშმაკი სად დამიგებს მახეს,
ვერ შევუცვლი გზა-კვალს მე ჩემ ბედის მწერალს,
ლექსით ვკვებავ დაღლილ მკლავში ძარღვებს.ვერ დავითვლი მერამდენე ლექსია და
მერამდენედ გეუბნებით სათქმელს,
დედა მუდამ დაფასების ღირსია და