რომ, შეცდომამ სინანული გაგიღვიძოს. ერთხელ მაინც მთის მწვერვალზე უნდა შედგე. რომ, სიმაღლემ სხვა თვალები აგიხილოს.ერთხელ მაინც, ვინმეს უნდა აპატიო. რომ გაიგო, ღმერთი რამდენს და რას გვითმობს. შენს ფანჯრებზე, შავი ნისლი გადაწიო. ცხოვრება ხომ, არაფერსაც არ დაგვითმობს.ერთხელ მაინც, შეიყვარე სიყვარული. რომ ძვლებამდე ჩაგატანოს, მწველმა ვნებამ. განიცადე განშორება, სინანული. რომ შეგიპყოს, შეხვედრამ და მონატრებამ.ერთხელ მაინც, მოითხოვე პატიება. გაიარე ეკლიანი ბილიკებით. ცხოვრება ხომ დრამაა და ხელოვნება. თავისივე ღიმილით და ტკივილებით.ერთხელ მაინც, მათხოვრულად გადაიცვი. და გაიგე, მისი სულის ტკივილები. სათნოება, სისხლის ნაცვლად გადაისხი. და სიყვარულს, დაუკრიფე გვირილები.რომ გაიგო, როგორია წამოდგომა. ჯერ დაეცი, მაგრამ სულით არასოდეს. როგორ მიყვარს, ფოთლიანი შემოდგომა. სიყვარულის, იმედის და ღმერთის გწამდეს.მე მიყვარხარ შენ სიცოცხლე, ჩემგან ცამდის. და ამისთვის მიზეზები არ მელევა. სიყვარული მაინც სხვაა, მისი გწამდეს. სიყვარულით, შშხამიც აფლად დამელევა.ცხოვრებაში, ერთხელ მაინც უნდა შეცდე. ერთხელ მაინც, უნდა შეძლო აღმავლენა. რომ, ცხოვრება ისწავლო და დააფასო, რომ, უფრთოთაც შეძლო ზეცის გადაფრენა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1