მე "ჩემნაირი" ვარ, ჩემებურად მიყვარს, ჩემებურად განვიცდი რაღაც-რაღაცეებს და ჩემებურად ვცხოვრობ. გული ხშირად მწყდება, როცა უსამართლობას ვხედავ, როცა სიკეთეზე სიცივით მპასუხობენ, მაგრამ ამის გამო არავის ვიზიზღებ. რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანს ვერ შევიძულებ, უბრალოდ წარმოდგენა მეცვლება მასზე და ეს დამოკიდებულებებსაც ცვლის.