მოვედი შენთან,
არა იმიტომ,
რომ რაღაც მინდა,
ან უკვე მცივა
და
სითბო მინდა...
არა!!
სულ ისე,
უმიზეზოდ მოვედი შენთან...
არც შეცოდება,
არც იმედი...
აღარც კი მახსოვს -
რა უნდა მეთქვა...
მე მომეჩვენა,რომ გჭირდებოდი,
მომეჩვენა და
მოვედი შენთან.....”
გვერდით ის ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც წელიწადში ერთხელ კი არ ახსენდება, რომ ქალი ხარ და უნდა გაგახაროს; არამედ მუდამ ცდილობს შენი ცხოვრების დღეები მეტი სითბოთი და სიყვარულით აავსოს
______________
_________
ძალიან მომწონდა ერთი.... ისე ძალიან, რომ თითქმის მიყვარდა... მიუწვდომლად მიმაჩნდა და ამიტომ, ბევრს არ ვფიქრობდი მასზე. თუმცა იდეალურ სამყაროში მასთან ვიქნებოდი. ასე ვფიქრობდი. მერე გავიცანი შემთხვევით, არ მჯეროდა. ეს ზღაპარს ჰგავდა. თუმცა მეგონა, ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, ან გაგრძელდებოდა შეხვედრის დროს უბრალო მისალმებითა და მოკითხვით, როგორც ხდება ხოლმე იმ ხალხთან, მეგობარი რომ გაგაცნობს შემთხვევითი შეხვედრისას, მაგრამ არა.. ახლოდანაც გავიცანი.. წარმოგიდგენიათ? ადამიანი, რომელთან ერთადაც იდეალურ სამყაროში ვიქნებოდი, ახლოდან გავიცანი.. ბევრი ვილაპარაკეთ.. ძალიან ბევრი..
მოვწონდი.. ძააალიან მოვწონდი.. ისე ძალიან, რომ თითქმის ვუყვარდი..
მაგრამ არ შემეძლო მასთან ყოფნა, არაიდეალურ ს
_______
იცით, მინახავს სიტყვა „გამარჯობამ” როგორ გააღიმა მარტო მჯდომი მოხუცი.
შემიმჩნევია სიტყვა „მომენატრემ“ როგორ აამაღლა ადამიანის თვითშეფასება.
გამიგია როგორ გაუნათდა ცხოვრება მას, ვისაც უთხრეს „მიყვარხარ”.
ისიც მსმენია, როგორ გაუგრძელებიათ გზა სიტყვებით: „რაც არ უნდა მოხდეს, წინ იარე”;
გამარჯვებულებიც მინახავს, რომლებიც დაყვნენ სიტყვას: „გაბედე”.
სინათლეზე გამოსულებიც მინახავს სიტყვებით:
„მოვა უკეთესი დღეები”.
დაცემული ფეხზე წამომდგარი მინახავს სიტყვებით „წარსული უკან დატოვე“.
წარმატებულებზეც მსმენია, რომლებიც გამხნევდნენ სიტყვებით, „კიდევ ერთხელ სცადე”!
ეს სიტყვები შესაძლოა მათ მოისმინეს მშობლისგან, შვილისგან, მეუღლისგან, მეგობრისგან, თუ აბსოლუტურად უცხო ადამიანისგან. მაგრამ, ვიღა