ამ ცხოვრებაში არ გვიწერია... შეხვედრა ალბათ...
აბა შენამდე რა ახლოა... და რა შორია...
ასე მგონია... ხელს გიწვდი და... ისევ ვერ გწვდები...
რაც ჩვენ შევქმენით... სიყვარულზე... წმინდა მითია...
ვინ დაგვაბრალა ცოდვა ასე?!... დღეს რომ გვაწვალებს...
ღმერთმა ხომ იცის... რომ ჩვენს შორის... მხოლოდ ხიდია...
იქნებ გამოცდა... ჩავაბარეთ ასე უფალთან...
მონატრებაზეც... იქ ჩვენს ბედზე ასე წერია...
სიყვარულისთვის... ჩვეულია ასე წამება...
თუმცა კი მხოლოდ... სიყვარული დამიტირია...
რა ვქნა... მომავალს რა სწერია... ისიც არ ვიცი...
არაფერს ვითხოვ... სიყვარულიც არ გამითვლია....
ამ ცხოვრებაში არ გვეღირსა შეხვედრა ისევ...
სხვა ცხოვრებამდე გელოდები...
დამიფიცია....