მე მიყვარს ჩემი სოფლის ტალახიც,
ქარს რომ ფოთლები თავისთან მიყავს
და არ მიყვება მათ თან ბალახი.
მე მიყვარს წვიმა, თავნება, ანცი,
რომ დაასველებს სუყველა ალაგს.
მე ის გზაც მიყვარს შორეულ მანძილს
რომ აახლოვებს, სოფელს და ქალაქს.
მიყვარს ამ მთების შემოფეთებაც,
მე მუხაც მიყვარს - დაბერებული.
მიყვარს სოფელში როცა თენდება,
ბავშვურ სიცელქით რომ მიცემს გული.
მიყვარს მიწაც და მიყვარს ჭაობიც,
მიყვარს ღელე და ღელეში თევზი.
მიყვარს კამათი ორი თაობის,
საყვედურებიც, იმათი - ჩვენზე.
მიყვარს გუბეში ფეხის ტყაპუნი,
ბნელში დაჭერა ციცინათელის.
მიყვარს ზამთარი, მიყვარს ზაფხული
და ყვავილების კორიანტელი.
მიყვარს, როდესაც ყანაში შესულს
სიმინდი ფოთლებს სახეში მირტყამს,
ახლა ყვირილი მოუნდა ჩემ სულს
- მე ხეთა მიყვარს!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев