ახლა მართლა ვერაფერი ვეღარ მომკლავს,
რადგან ვფიქრობ უშენობას გავუძელი,
ალბათ ჩემზე შენც გაიგებ "ცოლი მოყავს"
და დაგტანჯავს ამ სიტყვების საფუძველი.
შენს მაგივრად დღეს მე მთვარეს მოვიტაცებ,
და დამრჩება სიყვარული აუხსნელი,
დავჯდები და ისევ კალამს მოვიმარჯვებ
საჩუქარიც ისევ დამრჩა გაუხსნელი.
დრო გავიდა, სულიერად გავიზარდე,
შენც აღარ ხარ ის გოგონა დაუცველი,
განაჩენი ჩემი ხელით გავიმზადე
გაუძელი, გაუძელი, გაუძელი...
შმაგი წიკლაური
როცა შენს სითბოს ისევ იგრძნობს ჩემი ხელები.
როცა გაყინულს შენი გული ისევ გამათბობს,
და წლების მერე ისევ ისე სადმე შევხვდებით.
გეტყვი ყველაფერს, რაც გადამხდა უშენოდ მარტოს, ...