ჩემი გურჯაანი
----------------------------------------
ჩემი იავნანა, ჩემი ნააკვნარი,
თვალის ახელიდან სულ აქ გულთან არი,
არა პარიზი და არა ვაშინგტონი...
ყველაზე თბილია ჩემთვის გურჯაანი.
შენმა ჰაერმა და შენი მიწის ღალამ,
უკვე გამზარდა და უკვე დამაქალა,
თუმცა მეც ცხოვრებამ, როგორც სხვა შვილები,
რაღაც მცირე დროით სად არ გამაქანა.
მაგრამ მე ვერ შევძლებ, შენ არ დაგინახო
და ვერც იმათ რიცხვში, მე ვერ შევერევი,
ვინც შენ სამუდამოდ ზურგი შეგაქცია,
შენ ხომ დედა ხარ და როგორ შეგელევი.
სხვაგან როგორ გავძლო, ჩემი იქ რა არი?
სხვისი ყველაფერი ჩემთვის უცხო არი,
მესმის, ისევ მესმის, ჩემი სკოლის ზარი,
აქ ხომ გახსნილი მაქ