ბევრჯერ ვეცადე გავქცეოდი მე შენს სიყვარულს,
მაგრამ, უშენოდ, ვერ შევძელი, ვერსად წავედი,
მე მეგობრობა შემოგფიცე გადასარჩენად
და სამუდამოდ გადავრაზე გულის კარები,
ჩუმად გაგშორდი, არ ვიცოდი სად მივდიოდი,
თითქოს შეჩერდნენ, გაიყინნენ წუთში წამები,
მე მარტოობა გავიყოლე, ერთგულ მეგზურად,
სამარადისოდ, გადავმალე სველი თვალები,
რაღაც დამთავრდა, ის დავკარგე, რითიც ვსუნთქავდი,
ხელში ჩამაჭკნა, ნაჩუქარი, თეთრი ვარდები,
აღარ მჭირდება სიყვარულის უცხო აჩრდილი
და სინანულშიც აღარასდროს დავიკარგები,
ვიცი დრო, თვითონ, გაგახსენებს, როგორ მიყვარდი
ტკივილის ცრემლით, აგემღვრევა სულის თვალები,
მაშინ მიხვდები, რომ არ ღირდა ჩემი დაკარგვა,
გული დაგწყდება, როცა მართალა მოგენატრები,
აღარ ყვავიან, ჩვენს ქუჩაზე, ძველი ჭადრე
"სულ მენატრები, მაშინაც კი, როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო …
მუდამ და ყველგან –
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან –
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.
სულ მენატრები,
ერთი წუთიც არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა, ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით
და მაინც … გნატრობ!"
ჩემთან მოხვედი და სუნთქვა შემაყვარე, მერე ამიკრძალე – "მორჩა... ბევრიაო" ალბათ სიცოცხლესაც მალე ამიკრძალავ, მიისაკუთრებ და მეტყვი ჩემიაო. შენ რომ შემასწავლე ლაღი გაცინება, ახლა ღიმილიც კი სანატრელიაო. ცრემლმა გზა იპოვა – "ახლა მე მოვდივარ, რაც რომ გაიცინე ეგეც ბევრიაო. "შენ რომ შემაყვარე თბილი ჩახუტება, გულმა მიიღო და თქვა –" რა ტკბილიაო. სანამ შენ არ მყავდი ამ ცივ სამყაროში არა რა მცოდნია, ფუჭად მივლიაო. "ის, რაც კი რამ მოხდა, ყველაფერი მახსოვს, რამის დავიწყება მხოლოდ ჭორიაო. მიყვარს შენზე ფიქრი, მიყვარს მე თვითონ "შენ", ერთ დროს მხლოდ ჩემი, ახლა შორიაო. მიყვარს ეს სიშორეც, მხოლოდ იმ იმედით, სადმე კვლავ შეგხვდები, ასე მგონიაო. ახლა გულით ისეთ გრძნობას დავატარებ, არასოდეს არვის რომ არ ჰქონია
ნოემბრის ქარი სუნთქვას ტოვებს შიშველ ხეებში,
გული კი ბედთან ვერ დაზავდა და ვერ მორიგდა,
მე მოვალ შენთან შემოდგომის ბოლო დღეებში,
მოვალ და ჩემგან სამახსოვროდ რამეს მოგიტან...
როს თვითმკვლელივით დაეშვება მთვარე ხიდიდან,
და მაშველებად მიჰყვებიან ციდან ღრუბლები,
მოვალ და გეტყვი - ღალატია, როცა მიდიხარ,
ზამთრის გადამფრენ ფრინველებზე გესაუბრები.
მოვალ და სულის გავაშიშვლებ შენს წინ კორიდას,
რომ დაინახო მარტოობის მკვეთრი ბზარები,
მოვალ და ლექსებს წასაკითხად აღარ მოგიტან,
უბრალოდ გთხოვ, რომ წაიკითხო ჩემი თვალები.
და რაკი მოვალ, ნუ გგონია, რაიმე გკითხო,
როს ხის ტოტებში შემოდგომის სუნთქვა მიწყდება,
მოგიტან ღიმილს და ნაცნობი თითების სითბოს,
აღარ მოგიტან ალერსსა და თავდავიწყებას.
მოვალ და თავგზა აებნევათ
იცი? იცი როგორი ხარ? თბილი და უცნაური, აი ისეთი, რომ დაინახავ და ყველა ნერვი აგიჩქარდება, ვღელავ როცა გიყურებ. არადა როგორი მშვიდი ხარ შენ! გამიღიმე რაა, ცოტა სითბო გამიყავი, ცოტა სიყვარული, ცოტა შენზე ოცნება, ცოტა მზის სხივი და ცოტაც თოვლი მინდა შენგან. მე რას გაჩუქებ? ათას ლექსს, ათას სიტყვას, ჩემს გულს, სულს და ჩემს თავს გაჩუქებ. სამყარო გინდა? შენი იყოს ჩემი სამყაროც, ოღონდ სულ ცოტა ღიმილი გამიყავი, გამინათე ცხოვრების გზა შენი ფერებით. იცი? იცი რას ვგრძნობ, როცა გხედავ? სამყარო ჩემი მგონია, მგონია რომ არ მეყოფა დედამიწა, არც ცა მეყოფა თუ შენ იქნები ჩემს გვერდით. როცა იღიმი, სწორედ მაშინ ვხდები ყველაზე სუსტი, მაშინ ვითხოვ ზუსტად უფლისგან ძალას, რომ არ წავიქცე. შენი ღიმილი ყველაფერია ჩემთვ