"ზოგიერთს ჰგონია, რომ იარაღი რამე ძალას წარმოადგენს, იარაღი უძლურებაა, მეგობრებო. ძალა არის ზნეობა, ძალა არის სიმართლე, მორალი. ზარბაზნები და თოფები არაფერი ძალა არ არის, არც ატომური ბომბი არის არავითარი ძალა. შეიარაღება ვის უშველის თუ ღმერთი არ მფარველობს, თუ სიმართლე არ არის მის მხარეს... ასე დავამარცხეთ ჩვენ საბჭოთა იმპერია და კრემლის პუტჩისტებსაც ასე დავამარცხებთ, იარაღის გარეშე. ჩვენი ზნეობით, ჩვენი სიმართლით დავამარცხებთ ჩვენ მათ; ისე დავამარცხებთ, რომ ისინი კი არ დამარცხდებიან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებენ... სიყვარულით დავამარცხებთ ჩვენ მათ... ისინი ჩვენ ტყვიას გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!..."
ზვიად გამსახურდია