ამ ცხოვრებიდან ბევრი რამე მინდა შევცვალო,
დრო შემიჩერეთ, სულ ცოტა ხნით მინდა გავბრუვდე,
ბეჭებზე ნაწოლ მძიმე უღელს გამოვეცალო გამოვიარე გაკვეთილი უმაგალითო,
მხოლოდ ბავშობის წლები შემრჩა სუფთა, ფაქიზი,
დრო შემიჩერეთ, ტკივილს თავი გამოვარიდო,
ეს მხოლოდ ჩემმა გულმა იცის თუ რას განიცდის.
დრო შემიჩერეთ, ფიქრი სულში დაეხეტება,
ვერ გავექცევი ჩემდა წილად მიწას აზომილს,
გულს თუ უხარის, არასოდეს დამიბერდება,
მინდა მოვასწრო, დავაბრუნო დროის წამზომი.გულდაწყვეტილი გადავხედავ გამოვლილ ბილიკს,
ეკალ-ბარდები შიშველ ფეხით გამითელია,
ვეძებ სარკეში ჩემ სახეზე დაკარგულ ღიმილს,
ვინ მოსთვლის, ცრემლში თუ რამ წლები გამითენია.
დრო შემიჩერეთ, ვერ მოვასწრო სათქმელი იქნებ,
სულში ვიხორცებ ყველა ტკივილს ცრემლებად ნამსხვრევს,
უიარაღოდ ვებრძოლები გულს ნაწოლ ფიქრებს,
წლები არ ითმენს, დრო მჯობნის და მუხლებში მამსხვრევს.
დრო შემიჩერეთ, გევედრებით, რას ვითხოვ ამდენს,
ბავშვობის წლები დამიბრუნე ღმერთო, მაღალო.
ვიდრე ფოთლები ჩამოუჭკნა ეკლიან ვარდებს,
ცოტა ხნით მაინც ბავშვობასთან დრო გავატარო.....
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 7