დრო შემიჩერეთ, ჩემ წარსულში მინდა დავბრუნდე,
ამ ცხოვრებიდან ბევრი რამე მინდა შევცვალო,
დრო შემიჩერეთ, სულ ცოტა ხნით მინდა გავბრუვდე,
ბეჭებზე ნაწოლ მძიმე უღელს გამოვეცალო გამოვიარე გაკვეთილი უმაგალითო,
მხოლოდ ბავშობის წლები შემრჩა სუფთა, ფაქიზი,
დრო შემიჩერეთ, ტკივილს თავი გამოვარიდო,
ეს მხოლოდ ჩემმა გულმა იცის თუ რას განიცდის.
დრო შემიჩერეთ, ფიქრი სულში დაეხეტება,
ვერ გავექცევი ჩემდა წილად მიწას აზომილს,
გულს თუ უხარის, არასოდეს დამიბერდება,
მინდა მოვასწრო, დავაბრუნო დროის წამზომი.გულდაწყვეტილი გადავხედავ გამოვლილ ბილიკს,
ეკალ-ბარდები შიშველ ფეხით გამითელია,
ვეძებ სარკეში ჩემ სახეზე დაკარგულ ღიმილს,
ვინ მოსთვლის, ცრემლში თუ რამ წლები გამითენია.
დრო შემიჩერეთ, ვერ მოვასწრო სათქმ