ვეღარ ვერევი
გრძნობებს,
მონატრებაში ჩაფლულს.
რთული ყოფილა, როცა
გაემიჯნები წარსულს.
აღმოგაჩინე ერთხელ,
გამორჩეული სხვებში.
გონება ითხოვს შენზე,
გადავიწყებას წლებში,
დრომ უნდა შეძლოს
ალბათ, ამოშლა შენი
სახის, დროც ტყვე
ყოფილა შენი, უშენოდ
ნელა გადის. როგორ
შევპირდე ჩემს თავს,
რომ დაგივიწყებ მალე.
როცა თვითონვე გეძებ
სიზმრებში ყოველ ღამე.
როგორ დავმალო
ცრემლი, სველი
თვალების სევდა, როცა
ცრემლების წვიმა,
თავად მარგუნა ბედმა.
უკვე მოთმენა მიჭირს, ო
... რა ძნელია მოცდა.
მხოლოდ ერთს ვცდილობ
ახლა, ფიქრით მსურს
შენთან მოსვლა. როგორ
გრძელდება ღამე,
უშენოდ ძლიერ
ვდარდობ, სუნთქვაც კი
მიჭირს უკვე, დარდი და
ცრემლი მახრჩობს.
შევნატრი სხვათა
გრძნობებს, ჩემში იმედი
ჭარბობს