ჩემშივე გაქრი.. ალბათ არც კი დაბადებულხარ.. შენ..! ვინ შენ?! წამში დასრულდა შენით ჩემი არსებობა. ჩემს არსებაში შეწყდი და აღარ გაგრძელდები.. „მიყვარდი“ არა, ეს სიტყვა არ არსებულა, რომ გყვარებოდი ახლა სიტყვა „მიყვარხარ“ იარსებებდა… ის ღიმილი, რომელიც ჩემთვის სიცოცხლის ელექსირი იყო, ახლა ყალბი ადამიანის გაღიმებად ქცეულა… ის თვალები, რომლებსაც ჩემი სამყაროს დასაწყისად მივიჩნევდი, ახლა მატყუარა ადამიანის მზერასთან ასოცირდება… იმ ხმას, რომელიც წამიერად ჩემს გარინდებას იწვევდა ძალა დაკარგვია და მის ბგერებს ჩემებური, საოცრად საყვარელი რხევა მიუტოვებიათ…. ის მონატრება, რომელიც მხოლოდ შენზე ფიქრებით იყო დამუხტული ერთბაშად გამქრალა… ის საოცარი გრძნობა, რომელიც შენი ნახვის მოსალოდნელი სიხარულით იყო სავსე დაკარგულა, გაქვავებულა….. ფერები, რომლებიც შენთვის არსებობდნენ ჩემში, გახუნებულან… ვინ ხარ, ან რატომ ხარ?! არც არავინ ხარ და არც არაფრისთვის ხარ!!! აღარაფერი ხარ!!! ერთი საოცრად უნიჭო დამწყები მსახიობი ხარ, რომელიც ამბიციებსაა აყოლილი!!! ერთხელაც გაიაზრებ რეალობას… ჩაიხედავ შენს გულში და მიხვდები, რომ შენმა ერთ-ერთმა პარტნიორმა წარუშლელი კვალი დატოვა… შენც გაჰყვები ამ კვალს იმ იმედით, რომ შენს ნამდვილ სიყვარულთან მიხვალ , იმ იმედით,რომ დაიბრუნებ …. გაჰყვები მის ნაკვალევს როგორც ყოველთვის თავდაჯერებულად …. მაგრამ აღმოაჩენ, რომ კვალი წყდება, რომ ყველაფერი წაშლილა ….. რომ აღარაფერი დარჩენილა იმ მასშტაბური გრძნობიდან, რომელიც შენ ახლა გაიაზრე და დაინახე…. გოგონა, რომელსაც შენს გამო სიცოცხლე მიხაროდა სულ სხვა ადამიანად ვქცეულვარ....!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев