ჩემში დამთავრდი… ალბათ არც არასდროს დაწყებულხარ.. ჩემშივე გაქრი.. ალბათ არც კი დაბადებულხარ.. შენ..! ვინ შენ?! წამში დასრულდა შენით ჩემი არსებობა. ჩემს არსებაში შეწყდი და აღარ გაგრძელდები.. „მიყვარდი“ არა, ეს სიტყვა არ არსებულა, რომ გყვარებოდი ახლა სიტყვა „მიყვარხარ“ იარსებებდა… ის ღიმილი, რომელიც ჩემთვის სიცოცხლის ელექსირი იყო, ახლა ყალბი ადამიანის გაღიმებად ქცეულა… ის თვალები, რომლებსაც ჩემი სამყაროს დასაწყისად მივიჩნევდი, ახლა მატყუარა ადამიანის მზერასთან ასოცირდება… იმ ხმას, რომელიც წამიერად ჩემს გარინდებას იწვევდა ძალა დაკარგვია და მის ბგერებს ჩემებური, საოცრად საყვარელი რხევა მიუტოვებიათ…. ის მონატრება, რომელიც მხოლოდ შენზე ფიქრებით იყო დამუხტული ერთბაშად გამქრალა… ის საოცარი გრძნობა,